დღეს, 15:00–ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდება


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, დღეს, 15:00–ზე გაიმართება. საკრებულოში, უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი მმართველი პარტია “ქართული ოცნება”: 33 მაჟორიტარი დეპუტატი და 9 დეპუტატი პარტიული სიით.

“ენმ”–ს ეყოლება მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი და 4 დეპუტატი სიით. მესამე პარტია, “ევროპული საქართველო,” საკრებულოში, წარმოდგენილი იქნება 4 დეპუტატით. სხდომის დღის წესრიგშია 21 საკითხი. მათ შორის,  საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს მოადგილეების და მუდმოვმოქმედი კომისიების არჩევა.

სხდომას გახსნის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, შემდეგ წარუძღვება უხუცესი დეპუტატი ოთარ მარშავა.

სხდომა ჩატარდება ყოფილი გამგეობის შენობის მე–4 სართულზე. მუნიციპალიტეტის საკრებულო კი, სავარაუდოდ, გუბერნიის შენობაში გააგრძელებს მუშაობას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!