დღეს ზუგდიდში


აგვისტოს ომის დაღუპულთა საფლავებს და მემორიალებს დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით ამკობენ სამეგრელოში. ტაძრებში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, დავით კოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო ომში დაღუპული ბადრი ბერანძის და დათო ჯიქიას საფლავებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე გვირგვინებით შეამკეს სერგო გოროზიას მემორიალი, რომელიც ასევე რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა. გუბერნატორის მოადგილემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, დაათვალიერა ზუგდიდში ცენტრალურ ბულვარში მოწყობილი ფოტოგამოფენა. ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას ნამუშევრები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ასახავს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!