დომენტი სიჭინავას შეხვედრა ჟურნალისტებთან “ჩართეთ, გამორთეთ კამერების” რეჟიმში


დღეს, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი( ზვიად ) სიჭინავამ, მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. მოგვიანებით, შეხვედრა, ჟურნალისტებთან, დახურულ ფორმატში, გამორთული ვიდეო და ფოტოკამერების რეჟიმში გაგრძელდა, რაც მერობის კანდიდატის პრესსამსახურმა სხვადასხვა სააგენტოსადმი უნდობლობით ახსნა. ზვიად სიჭინავამ, ჟურნალისტებთან, ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე და ძირითად მიმართულებებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავს ზუგდიდში მერად არჩევის შემთხვევაში. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის განმარტებით, ზუგდიდი ტრანზიტული ზონაა, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. საუბრისას, მან ხაზი გაუსვა განათლების სფეროსადმი განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობას. ზვიად სიჭინავას აზრით, ბაღებისა და სკოლების თემა მისთვის მნიშვნელოვანია. მან ასევე ისაუბრა ქალაქის ინფრასტრუქტურაზე და ურბანულ განვითარებაზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. სიჭინავამ აღნიშნა, რომ ის აპირებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ინვესტორების მოზიდვას.  „ზუგდიდელები ტოვებენ ქალაქს, მიდიან დედაქალაქში საცხოვრებლად და არ აქვთ სურვილი დაბრუნების, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ აქ დარჩენის სურვილი ქონდეს ყველას“. ზვიად სიჭინავამ ყურადღება გაამახვილა, მუნიციპალური  ტრანსპორტის სტანდარტებზე, ტარიფზე და პარკირებაზე. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისაუბრა სპორტზეც. ის ფიქრობს, რომ აუციელებელია სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.  სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარება, წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება. დღევანდელ შეხვედრაზე, მან, ასევე, ისაუბრა ახალგაზრდულ საკითხებზე. მისი თქმით, საჭიროა, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ორგანიზაციების პროექტების დაფინანსება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5dqZCVJp0R4[/embedyt]

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ,  დომენტი სიჭინავამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ეს მისი მეორე შეხვედრაა მედიასთან. ხვალ მერობის დამოუკიდებელი კნადიდატი არასამათავრობო ორგანიზაციებს შეხვდება, 24 სექტემბერს კი საზოგადოებას გააცნობს თავის საარჩევნო პროგრამას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!