დეპუტატი ლელა ქებურია @ ამომრჩეველი მაია კალანდია=ფეისომი?


“ეს დღეები შეგნებულად არ ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, არ მინდოდა ზოგიერთისთვის კოჭი გამეგორებია, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მერე ვაფიქსირებ რომ ყრილობის ჩატარების მეორე ვარიანტს ვემხრობოდი და პოლიტსაბჭოს წევრი რომ ვყოფილიყავი იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი რაც დღეს თენგო გუნავამ მიიღო, პრინციპები პოპულიზმზე არ იცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ უმრავლესობის აზრს პატივს არ ვცემ. სამართლიანობისთვის მინდა ავღნიშნო, რომ შიდა დემოკრატია ყოველთვოს იყო ენმ-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. არ შეიძლება თუ ხმათა უმრავლესობით შენი პოზიცია არ იმარჯვებს უწოდო ორი კაცის კულუარული გადაწყვეტილება და თუ შენი პოზიცია იგებს შიდადემოკრატია. ორმაგი სტანდარტი არავისგან არაა მოსაწონი.
წარმატებები ენმ-ს!”-” ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სიით გასული ზუგდიდელი პარლამენტარი ლელა ქებურია ასეთ სტატუსს დებს საკუთარ ფეისგვერდზე. სტატუსს აზრთა სხვადასახვაობა მოჰყვა:

Maia Kalandia Lela Qeburia – ლელა, არ ვიცი რას უწოდებ კოჭის გაგორებას. ძალიან კარგად ვიცით, რომ დუმილით კოჭი უკვე გაგორებული გაქვს. ეს ერთი. მესმის, რომ მიემხრობოდი იმ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც მოხვდი იქ, სადაც ხარ. მიუხედავად იმისა, რომ არანარიად არ ვეთანხმებოდი შინაგანად შენს ყოფნას პარლამენტის სიაში და მართლა არაფერი დაგიმსახურებია სამაგისო, არც განსაკუთრებული წარსული და არც ცნობადობა, არც მოძრაობაში გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე ავტორიტეტი საზოგადოებაში, ბოლომდე დავდექით (მეც და სხვებიც) შენს გვერდით და იმ მოძრაობის გვერდით, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. ზუგდიდში გაიარ-გამოიარე, გაიკითხე, ვის ემხრობა ის ხალხი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას მისცა ხმა. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის არაფორმალურ მმართველობას, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, რომელიც არის სნობურ-კლუბური და არანაირად არ გამოხატავს ამომრჩევლის აზრს თუ იმას, ვისაც შენ თურმე არ ემხრობოდი. მადლობა ღმერთს, არ ხარ პოლიტსაბჭოში. ცნობისათვის, დეპუტატი ვალდებულია მოუსმინოს ამომრჩეველს დ ანგარიში გაუწიოს მას, პასუხი გასცეს და დადგეს მის გვერდით.
Maia Kalandia ამას არ ემხრობოდით, გასაგებია ყველაფერი! – Mikheil Saakashvili
6 mins ·
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი – მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ.
ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას.
ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატრალნტიკური კურსის დასაცავად.
ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.
ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.
დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის.
ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას , ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება .
ერთად გავიმარჯვებთ!
ძალა ერთობაშია!
 Helen Khoshtaria მიშას მხარდაჭერა რომ გონიათ ლელას შეურაცხყოფა უკვე დიდიპრობლემაა. თავმჯდომარის პოსტის ხელშეუხებლობაა მიშას შეურაცხყოფა და ლელას ნაირი ადამიანები პარტიაში და პარლამენტში არის განვითარება. ორჯერ ვუსმინე ლელას და სიამაყით ავივსე
 Maia Kalandia ქალბატონო ელენე-ლელა პასუხისმგებელია პირველ რიგში ჩვენს წინაშე. პასუხს ლელასგან ველოდებით ორი კვირაა და არც ერთ შეკითხვაზე, პასუხი არ გაუცია. მიშას მხარდაჭერა ლელას შურაცხყოფა არ გვგონია. თავმჯდომარე აქ რომ იყოს და ოლიგარქის მიერ არ იყოს გაძევებული,არ დასჭირდებოდა ჩვენი ადვოკატობა. თქვენი ადვოკატობაც არ გვჭირდება ლელასთან. თქვენ თუ სიამაყით აღივსეთ,ეს არაფერზე არ მაძლევს მე პასუხს. მე სხვანაირად მესმის განვითარებაც,არჩევაც და წინსვლაც. მეც დამიტოვეთ ამის უფლება.
 Helen Khoshtaria კი უფლება ნამდვილად გაქვთ, მათ შორის შეურაცზყოფის, რასაც კარჰად იყენებთ. მიშას მხარდაჭერა კი არაა ლელას შეურაცხყოფა, პირიქით, მიშას აკნინებთ ლელაზე რებსაც წერთ. მეც დამიტოვეთ უფლება ჩემი პოზიცია გამოვხატო
Maia Kalandia თქვენ დიდი ტრიბუნა გაქვთ ქალბატონო ელენე. სად თქვენ და სად მე! პოზიციის გამოხატვის დიდი ასპარეზი მოგეცით ამომრჩევლებმა. როდესაც დეპუტატი არ პასუხობს ამომრჩეველს,ამომრჩეველიც თავს უფლებას აძლევს იყოს უფრო მკაცრი. ხოლო ის,ვინც პასუხისმგებლობა აიღო,უნდა მოითმინოს. უელემეტარულესია!p.s. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს,მიუხედავად იმისა,რომ თქვენს ბეგრაუნდს დიდ პატივს ვცემ, თქვენთან საპირწონედაც არ გამოვიყენებ მის სახელს შესადარებლად,არათუ სხვებთან.
Helen Khoshtaria Maia Kalandia ტრიბუნა ფბზე საუბარს არ გამორიცხავს და ლელაზე რასაც წერთ, თითქოს არაფერი დაუმსახურებია მაგაზე გპასუხობთ და მიშასთან შედარება არ ვიცი საიდან მოიტანეთ. არასდროს არ მიფიქრია. თუ თავმჯდომარის თემაზე საუბარია მასთან შედარება მაშინ რთულია კამათი
  Maia Kalandia Helen Khoshtaria-მე ვიცი რა დამსახურებაზეც ვწერ. მაქვს ამის უფლება. თქვენ არ იცით არც ზუგდიდი,არც ძველი ამბები,არც ახალი. თუ გნებავთ იმაზეც მოგიყვებით,რა გადავიტანეთ 90 ნი წლების დასაწყისში. თბილისიდან მოყოლებული… როცა არ იცით, თავს არ მისცეთ უფლება წეროთ. რთულია ჩემთან კამათი,გეთანხმებით. მე ამომრჩეველი ვარ, მაქვს ჩემი შეხედულებები,წარსული გამოცდილებაც მკარნახობს ბევრ რამეს.
 Maia Kalandia წარსულის მწარე გამოცდილება,ქალბატონო ჰელენ-ყველა,მინუს ერთი!
Lela Qeburia Helen Khoshtaria იცი შენ ამმრჩევლის მიმართ ჩემი დამოკიდებლება, მაგრამ იმას ვინც ადამიანური სხე დაკარგა ამომრჩევლად კი არა სულიერ არსებადაც არ ვთვლი და ვერც პასუხის ღირსად გავხდი( კარად ხედავ მაინც არა აქვს აზრი)
Lela Qeburia რაც შეეხება ზუგდიდს და წარსულს, მართალია ამ პატარა ქალაქში ყველამ იცის ვინ ვინ არის, ამიტომ სიამაყით შემიძლია წარსულს თვალი გადავავლო, ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ 90იანებოთ იწყება და ცხოვრების ამ ნაწილშიც კი, მიუხედავად იმისა, 16 წლის ვიყავი, სხვებზე შთამბეჭდავი და სუფთა ბეგრაუნდი მაქვს.
 Maia Kalandia და ვის არ თვლი ლელა სულიერ არსებად? 
პოლიტიკოს ქალბატონს არ გეკადრება ასეთი არაკორექტულობა)))სხვა რომ არაფერი იყოს!რაც შეეხება 90 ნი წლების მინიშნებას. ნუ მიიღებ შენს თავზე,მაგას სხვა მისამართები აქვს. ამომრჩეველს უპასუხე გირჩევნია ყველა შეკითხვაზე, გინდა თუ არა,მოგიწევს,თან რბილად არა,უუმკაცრესად!
Maia Kalandia და ვის აქვს 90 ნი წლების არაშთამბეჭდავი ბეგრაუნდი,განმარტებას ველოდები! სახალხოდ და სასწრაფოდ!
 Maia Kalandia გეთანხმებით ბატონო დავით,რომ სიტუაცია რთულია. ვისთან ერთად დავდგეთ,იმ დეპუტაციასთან,რომელიც თვლის,რომ პასუხის ღირსი არაა ამომრჩეველი, რომელიც წერს,რომ მე და ჩემისთანები სულიერი არსებები არ ვართ?!
ჩვენ დავდგებით ერთად,ოღონდ ისინი ჩვენთან ერთად არ იქნებიან!
 Lela Jojua ანუ, ახალი თავმჯდომარის არჩევას უჭერდით მხარს? 🙂პარლამენტში მოსახვედრად სანდრას გვერდიდან არ მოშორებიხართ მახსოვს 🙂
 Lela Qeburia და ერთი მეორეს რატომ გამორიცხავს? ჩავაზუსტებ, ახალი თავმჯდომარის არა, თავმჯდომარის.
 Lela Jojua ეერთი მეორეს იმიტომ გამორიცხავს, რომ მაგ ქალთან დგომამ გაგხადათ დეპუტატი და არჩევნებამდე რომ დაგეფიქსირებინათ თქვენი პოზიცია 27 -ი კი არ იქნებოდით, 5% ბარიერსაც ვერ გადალახავდით. ყველაფერი წინაა , მომავალ არჩევნებზე გავითვალისწინებთ, შეცდომების გასწორება ფბ-ე მასწავლებლობიდან გადმოგყვათ ეტყობა, კარგია ამ ტონში გააგრძელეთ, სად თქვენ და სად ჩვენ? 🙂
მოგვიანებით, მაია კალანდია ისევ აქვეყნებს თავის გვერდზე ასეთი სახის განცხადებას:
Maia Kalandia საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,წალბატონი Lela Qeburia, ასე უხსნის მეორე დეპუტატ ჰელენ ხოშტარიას, ჩვენს შესახებ:

,, იცი შენ ამომრჩევლის მიმართ ჩემი დამოკიდებლება, მაგრამ იმას ვინც ადამიანური სხე დაკარგა ამომრჩევლად კი არა სულიერ არსებადაც არ ვთვლი და ვერც პასუხის ღირსად გავხდი( კარად ხედავ მაინც არა აქვს აზრი)”!
ადამიანუსახედაკარგულები,აი,ჩვენი ახალი იარლიყი!
გმადლობთ,ქალბატონო ლელა!
მოგიწევთ პასუხის გაცემა!
უუუუმკაცრესად!


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!