დემონტაჟი თუ რეკონსტრუქცია?


ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის დემონტაჟს განახორციელებს სამხრეთ კორეის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მემორანდუმს. ზემოთ აღნიშნული ფონდი ფლობს სათეატრო და საკონცერტო დარბაზების მშენებლობის ტექნოლოგიებს. ამ დარგში მსოფლიოში პირველები არიან. ზუგდიდის თეატრის მშენებლობა 30 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება და იქნება კლასიკური სათეატრო შენობა. ამ საკითხთან დაკავშირებით `ზუგდიდთან~ საუბრობს თეატრის დირექტორი მაია კალანდია:

_ `უახლოეს ხანებში, საქართველოს მთავრო-ბასა და სამხრეთ კორეას სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს შორის თანამშრომლობას უნდა მოეწეროს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დემონტაჟს. სამხრეთ კორეელი ინვესტორები საქართველოს მთავრობას ამ პროექტს წარუდგენენ, როდესაც მემორანდუმი გაფორმდება, ხელი მოეწერება, შეთანხმება შედგება. ჯერ-ჯერობით პროექტი ხელმოწერილი არ არის, ვართ მოლოდინის რეჟიმში. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ხელმოწერის დროს საქართველოს მთა-ვრობამ უარი თქვას თეატრის დემონტაჟზე და უბრალოდ, მოხდეს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. პროექტი განხილვის სტადიაშია. როგორც ამბობენ, თეატრის დემონტაჟს დასჭირდება 30 მილიონი ამერიკული დოლარი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კორეელი ინვესტორები ფლობენ სათეატრო და საკონცერტო დარბაზების მშენებლობის მაღალ ტექნოლოგიას. ამ დარგში მსოფლიოში პირველები არიან და ბოლო ხუთი წელია, ამ საქმეში, მათ გაუსწრეს ევროპის ქვეყნებს, თვით იაპონიასაც კი. საუბარია სუპერ თანამედროვე შენობაზე, ორი დარბაზით, _ 800 და 250 კაციანი. მათ შეისწავლეს ზოგადად რეგიონი, მოსახლეობის რაოდენობა, უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა, გამოიკვლიეს არის თუ არა სახელოვნებო სკოლები. როგ-ორც გვითხრეს, რამდენიმეჯერ შედგება ჩვენი თეატრის გასტროლები სამხრეთ კორეაში. მემორანდუმს კი, უახლოეს სამთავრობო სხდომაზე უნდა მოეწეროს ხელი. თეატრის მშენებლობა წელიწადნახევარ-ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. ამ ხნის განმავლობაში არ ვიცით სად გააგრძელებს თეატრი ფუნქციონირებას, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფასაც სავარაუდოდ, კორეელები დააფინანსებენ~.


ანა ნაჭყებია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!