დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშენდება


დღეს, ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩის მცხოვრები დევნილები ქალაქის მერს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ლაღიძის და ბარამიას ქუჩებზე საბავშვო ბაღების მშენებლობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მათი თხოვნის შესაბამისად გამოყვეს მიწის ნაკვეთი. ამ ეტაპისთვის, მათ ვალდებულება შესრულებული აქვთ და ელოდებიან დონორებს როდის დაიწყებენ სამუშაოებს. „ გამოვყავით ტერიტორიები, მისაღები ფართი, რომ სტანდარტებით აშენდეს ახალი საბავშვო ბაღები. ალბათ რამდენიმე თვეში დაიწყება მშენებლობა“- უთხრა ჟურნალისტებს ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ. დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია არასამათავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელი კახა ჯინჯოლია. მისი თქმით, ბავშვებს საშველი დაადგებათ და სკოლამდელ განათლებას მიიღებენ. „ორი წელიწადია, რაც ჩავსახლდით ამ დასახლებაში, მაგრამ დღევანდელი დღე ჩვენთვის სამახსოვროდ დარჩება, რადგან პასუხი დადებითი მივიღეთ“. დანიის ლტოლვილთა საბჭოს ზუგდიდის ოფისის უფროსს მზევინარ ჯოჯუას, ჟურნალისტებთან ბაღების მშენებლობის დეტალებზე და კონკრეტულად როდის დაიწყება მშენებლობა არ  უსაუბრია. მისი განმარტებით,   დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა ადვოკატირების კამპანიის შედეგების განხილვას მრგვალი მაგიდის ფორმატში. მზევინარ ჯოჯუას ინფორმაციით, ადვოკატირების კამპანია იყო ერთერთი კომპონენტი პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები დაცული მოწყვლადი ჯგუფები“, რომელიც ხორციელდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!