დევნილები სასწრაფოდ ითხოვენ ავარიული შენობიდან გაყვანას


ზუგდიდის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში, სადაც 46 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, დილით ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც იატაკი ჩატყდა. ჩამონგრევის შედეგადად არავინ  დაშავებულა.  დევნილები ამბობენ, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მათ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც გააჩნიათ.

 იძულებით გადაადგილებული პირების განმარტებით, მათი მძიმე სოcიალური მდგომარეობის შესახებ იციან დევნილთა სამმართველოში, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ. ერთ-ერთმა დევნილმა „ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ მათ რამდენჯერმე სცადეს სამმართველოს ხელმძღვანელთან მანუჩარ ჩილაჩავასთან დარეკვა, მაგრამ სამმართველოს ხელმძღვანელი მათ ზარებს არ პასუხობს. დევნილები ამბობენ, რომ შენობაში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებიან და მათი შენობაში დატოვება საფრთხეს წარმოადგენს. იძულებით გადაადგილებული პირები ითხოვენ სასწრაფოდ მოხდეს მათი გადაყვანა შენობიდან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=i53kNrXEpgw[/embedyt]

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ ის შუამდგომლობას დააყენებს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Y-FnMt2h6VY[/embedyt]

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ „ზუგდიდლებს“ უთხრა, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ იცის ამ შენობაში ჩასახლებულ დევნილთა მძიმე პრობლემების შესახებ და ამას ადასტურებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც. “ბარამიას ქუჩაზე მიმდინარეობს ბინების მშენებლობა, ასეთი მძიმე საცხოვრებელი კატეგორიის დევნილებისთვის. რაც შეეხება, კომუნიკაციას, დევნილებს ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან და მიიღონ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაცია”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!