გუბერნატორი რეგიონის ქალაქების ხელმძღვანელებს შეხვდა


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუასთან ერთად, რეგიონის ქალაქის მერებს, მოადგილეებს, მუნიციპალიეტეტის გამგებლებს, ზედამხედველობის და ეკონომიკის სამსახურის უფროსებს შეხვდა. შეხვედრაზე გუბერნატორმა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასუფთავების კუთხით არსებულ ვითარებაზე და მუნიციპალურ ტენდერებზე ისაუბრა.

მხარის რწმუნებულმა ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი. გუბერნატორის განცხადებით ყოვლად დაუშვებელია, სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანიები ახორცილებდნენ პროექტს და დასაქმებულ  ადამიანებს ხელფასს დროულად არ უხდიდნენ. „მოვუწოდებ ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს და შესაბამისი სამსახურის უფროსებს გამოიჩინეთ სიმკაცრე. ამ საკითხზე ნუ იქნებით ლოიალურები. პირადად თქვენს კონტროლზე აიყვანეთ და პირადად გაუწიეთ მონიტორინგი თითოეულ კომპანიას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა გადაცილებულ დღეზე გქონდეთ მკაცრი რეაგირება. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ასეთი შემთხვევევბი, რაც მიუღებელია, რადგან თითოეული მუშის უკან მათი ოჯახები დგას. მაქსიმალურად ეცადეთ ეს მანკიერი ფაქტები დროულად აღმოიფხვრას“, – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა. მხარის რწმუნებული მუნიციპალიტეტებში დასუფთავების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხო. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დასუფთავების კუთხით უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. მისი თქმით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პრობლემურ კერებს და ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მუშაობა უნდა გაორმაგდეს. გუბერნატორმა შეხვედის ბოლოს, მუნიციპალიტეტებში პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე მერებისგან და გამგებლებისგან მიიღო ინფორმაცია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!