გრიგოლ ქობალიას ქუჩას რევაზ ლაღიძის სახელი უბრუნდება


გრიგოლ ქობალიას ქუჩას კვლავ ძველი  რევაზ ლაღიძის სახელი დაუბრუნდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. ამ საკითხს  მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს წარუდგინა თაბუკაშვილის, კიკალიშვილის, ლაღიძის და ქობალიას ქუჩის მცხოვრებთა განცხადება. „ დაახლოებით ოთხი წერილი იყო შემოსული, თითოოეულ წერილში იყო 50-ზე მეტი პიროვნების ხელმოწერა, იყო წერილი 90  ხელმოწერით, თავისი პირადი ნომრებით. როგორც პროცედურები ითხოვდა, ამ წერილებისა და ინიციატივების საფუძველზე, დაიწყო საკრებულოს კომისიამ ამ საკითხზე მუშაობა’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mEG2Sf_P7fw[/embedyt]

დეპუტატი ანა წითლიძე ამ ყველაფერს “პოლიტიკურ მოტივად” მიიჩნევს. მისი თქმით, ქალაქის მერი კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელთან მამუკა ციმინტიასთან ერთად, დადიოდა და კატეგორიულად ითხოვდა საკრებულოსგან, შეცვლილიყო ქუჩის სახელწოდება. ანა წითლიძე ამბობს, რომ საკომისიო განხილვაზე ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებმა აღნიშნა, რომ მას ხელი არ მოუწერია ამ წინადადებაზე, თუმცა მისი სახელი და გვარი  მაინც სიაში აღმოჩნდა. დეპუტატის განმარტებით, ხელმოწერები გააყალბეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს არ დაეთანხმა თენგიზ ქოჩუა. მისი თქმით, ყველაფერი იურიდიული და პროცედურული დარღვევების გარეშე  მოხდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!