გოგიტა ბიგვავამ ბრიფინგი გამართა


დღევანდელ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” კონკრეტული უბნების პიკეტირებაში დაადანაშაულა. გოგიტა ბიგვავას ინფორმაციით, ეს ის უბნებია, სადაც მის ოპონენტებს ხმების მოგროვების არანაირი შანსი არ აქვთ.“ეს ყველაფერი აზიანებს საარჩევნო გარემოს და კონკრეტულად გვაზიანებს ჩვენ “პატრიოტთა ალიანსს”, ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო და ნუ დაუშვებენ პოლიტიკური ძალების მიერ, საარჩევნო პროცესის ესკალირებას”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YXH8oPSliMc[/embedyt]

მერობის კანდიდატის ბრალდებებს უპასუხეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში. “ენმ”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, გოგიტა ბიგვავას ურჩია ფსიქიკურად შემოწმება და სერიოზული საქმით დაკავება. “ნაციონალური მოძრაობა” არანაირ არეულობას არ გეგმავს, პირიქით “ნაციონალურ მოძრაობას”, ვისაც არ ეზარება დაწყებული სუსთან, მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსთან”, რომელიც არის “ქართული ოცნების” სატელიტი, პრორუსული პარტია, ყოველდღიურად, ექმნება პრობლემები ჩვენს კანდიდატებს და მხარდამჭერებს”.

გოგიტა ბიგვავს ბრალდებებს უპასუხა “ევროპულ საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ. მან მერობის კანდიდატს სუსის გამხმოვანებელი უწოდა. ლაშა დამენიამ აღნიშნა, რომ გოგიტა ბიგვავა ასრულებს ხელისუფლების დავალებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xU8MwoUNhPs[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!