გოგიტა აბულაძის მშობლები ლაშა გოგიასთან შეხვედრას ელოდებიან


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ანაკლიაში, ხუთი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა საპროტესტო აქცია, დღეს, კვლავ გამართეს. გოგიტა აბულაძის მშობლებს ისევ პლაკატები უჭირავთ ხელში და ითხოვენ პასუხს მათი შვილის გაუჩინარებაზე.

აქციაზე მისულ ჟურნალისტებს, გაუჩინარებულის დედამ, 73 წლის ქალბატონმა ცინარა აბულაძემ უთხრა, რომ მათთან იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ შანავა, რომელმაც მშობლებს უთხრა, რომ დღეს, მათ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი და  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგია შეხვდება ორ საათზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!