გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა


დღეს, ზუგდიდის ტექნოპარკში, მოეწყო გიგი სიჭინავას ინოვაციური მანქანების, ხელთნაკეთი ნივთების, აპლიკაციების და ნაძერწების გამოფენა. გიგის აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. პატარა ხელოვანის დედამ ნათია სახოკიამ გვითხრა, რომ გიგი არის რამდენიმე გამოფენის მონაწილე  „გიგი ადრეული ასაკიდან ხატავს, ძერწავს და მუშაობს.

აქ რასაც დღეს ხედავს დამთვალიერებელი არის ორი წლის ნამუშევარი. გიგის აქვს საკუთარი სახელოსნო, სადაც ის მუდმივად აქტიურად მუშაობს და შესაბამისად ჩვენ ხშირად გვექნება სიახლეები.“IMG_5551

გამოფენაზე ნაჩვენები იყო ვიდეოსიუჟეტი, თუ როგორ მუშაობს გიგი თავის სახელოსნოში.IMG_5548

შარშან, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, 13 წლის მხატვარს, გიგი სიჭინავას, საკუთარ სახლში, მშობლებმა სახელოსნო გაუხსნეს. სადაც მას შეუძლია აკეთოს თავისი საყვარელი საქმე, ანუ ხატოს, ძერწოს, აპლიკაციები შექმნას, მოიწვიოს თანატოლები და უჩვენოს თავისი ზღაპრული სამყარო.IMG_5547


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!