“გიგის სახელოსნო” ზუგდიდში


დღეიდან, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, 12 წლის მხატვარს, გიგი სიჭინავას, საკუთარ სახლში, მშობლების მიერ გახსნილი და მოწყობილი სახელოსნო ექნება. სადაც მას შეეძლება აკეთოს თავისი საყვარელი საქმე, ანუ ხატოს, ძერწოს, აპლიკაციები შექმნას, მოიწვიოს თანატოლები და უჩვენოს თავისი ზღაპრული სამყარო.

გიგიმ სტუმრებს სიამოვნებით დაათვალიერებინა თავისი ნამუშევრები და განმარტა, თუ რომელი მათგანი როდის და რატომ შექმნა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=CrT4VTxh-HE[/embedyt]

როგორც გიგის დედამ უთხრა ჟურნალისტებს, ბიჭი 6 წლიდან ხატავს, არის რამდენიმე გამოფენის მონაწილე და ეს სივრცე იმიტომ შეუქმნეს მას მშობლებმა, რომ  ხედავენ, თუ როგორ ვითარდება და იზრდება მათი შვილი საყვარელი საქმის კეთებისას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!