გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველ სხდომაზე


დღეს, 25 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო პირველად შეიკრიბა.  საბჭოს შემადგენლობამ დებულება დაამტკიცა. დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, საბჭოს მიზანზე, ძირითად ამოცანებზე, ფუნქციებზე, სტრუქტურაზე და მისი მუშაობის წესზე. 

საბჭოს სხდომას გაუძღვა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მისი განმარტებით, საბჭოს ძირითადი მიზანი არის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა უფლებების დაცვა. „ასევე, ყველა ნორმატიული და სამართლებრივი აქტის, მათი პროექტების ექსპერტიზა გენდერული თვალსაზრისით”. მამუკა წოწერია იმედს გამოთქვამს, რომ საბჭო ეფექტური და ქმედითუნარიანი იქნება. „ჩვენი საბჭო არის ღია და  ნებისმიერ ადამიანს მოვუწოდებთ დაინტერესდეს მისი მუშაობით“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს  სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს  მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, იღებს წინადადებებს, ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. საბჭოს შეადგენლობაში 17 წევრია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!