გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იფიქრებენ


მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, გარემოვაჭრეებს ქალაქის მერი და საკრებულოს თვამჯდომარე მერაბ ქვარაია ორჯერ შეხვდნენ. პირველ შეხვედრაზე, ქალაქ ზუგდიდის მერს მოვაჭრეებმა სთხოვეს გარევაჭრობის ნება დაერთოთ, მაგრამ მერმა გადაჭრით უარი განუცხადა. შემდეგ იქვე მოვაჭრეებისათვის შეთავაზებულ იქნა შ.პ.ს. “სუპერმარკეტის” შიდა ტერიტორიაზე ადგილები ექვსი თვის განმავლობაში გადასახადის გარეშე. მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!