გარემოვაჭრეები, მათ ხელთ არსებული ზამთრის ტანსაცმლების გაყიდვის ნებართვას ითხოვენ


გარემოვაჭრეების ნაწილი ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ და ქალაქის მერთან ლაშა გოგიასთან ითხოვენ შეხვედრას. აქციის მონაწილეები ითხოვენ მუშაობის უფლებას გარე პერიმეტრზე ერთი თვით.

“ამ დილით დავურეკეთ ქალაქის მაჟორიტარს მერაბ ქვარაიას და ვთხოვეთ გარევაჭრობის ნება დაერთო, მაგრამ უარი მივიღეთ. სანამ ზამთრის ტანსცმელს გავყიდით დაგვაბრუნონ ჩვენს ადგილებზე, შემდეგ გადავალთ ალტერნატიულ ფართებზე,”- ამბობენ გარემოვაჭრეები. ისინი, ამ წუთებში, მერიის შენობასთან არიან და დაშალს არ აპრებენ, მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!