გარევაჭრობის რეგულაციის წესის განხილვა დაიწყო


დღეს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ, გარევაჭრობის რეგულაციის წესთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრას  ესწრებოდნენ  გარემოვაჭრეები და ცენტრალური სუპერმარკეტის დირექციის წარმომადგენლები. ეკონომიკის, ურბანული განვითრებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ  თენგიზ ქოჩუამ ისაუბრა გარევაჭრობის მოწესრიგების საკითხებზე.

,,გარევაჭრობა ნებადართული უნდა იყოს შემდეგი საქონლით: ჟურნალ -გაზეთებით, წიგნებით, ნახატებით, სუვენირებით, ყვავილებით, ხელნაკეთი ნივთებით, შესაძლებელია ხილ- ბოსტნეულის მაღაზიის წინ ვერტიკალური სტელაჟების გაკეთება ისე, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ გავლა.’’ -აღნიშნა ქოჩუამ. მან ასევე, ისაუბრა სხვა ქალაქების მოდულზე, სადაც გარევაჭრობა კანონით აკრძალულია.

გარევაჭრობის მოსაკრებლის გაუქმებაზე ისაუბრა  ფრაქცია ,,ზუგდიდის მომავლისთვის’’ წევრმა ნუგზარ სარიამ. მისი თქმით, საუბარი მიმდინარეობს საიჯარო ქირაზე. „ჩვენ გვინდა მაქსიმალურად თქვენს სასარგებლოდ გადავწყვიტოთ ეს  ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში’’.- აღნიშნა სარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ მერია და საკრებულო განსაზღვრავს ტერიტორიებს გარევაჭრობისათვის, სადაც, იქნება შესაძლებლობა მსუბუქი კონსტრუქციების განთავსების და შეირჩევა ადგილები, სადაც  გარევაჭრობა აკრძალული იქნება. „დისკუსიების, რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ კარგ შენიშვნებს, რომელიც ჩვენ საკრებულოს წევრებს გამოგვადგება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rEvBLjKQH3E[/embedyt]

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ანა წითლიძის განმატებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციას შეხვედრები ჰქონდა  გარემოვაჭრეებთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან. „ ვიცოდით თითოეული მათგანის პოზიცია, აუცილებელია,რომ გარევაჭრობა რეგულირდებოდეს განსაზღვრული წესით’’. ოპოზიციონერ დეპუტატს შენიშვნები ჰქონდა მერიასთან. მისი თქმით, მერიას მარტო არ შეუძლია გასცეს გარევაჭრობის ნებართვა, ამ პროცესში საკრებულოც უნდა იყოს ჩართული.  [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7N5EDRAQnms[/embedyt]

შეხვედრით კმაყოფილი იყვნენ გარემოვაჭრეები. მათთვის კანონის ეს რეგულაცია მოსაწონი აღმოჩნდა. ,,ვის მოსწონს, ასეთ ამინდში გარეთ, ქოლგით ყოფნა. იმედია, გადასახადები არ იქნება ისეთი, რომ ვერ გავწვდეთ, ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ.’’- გვითხრა მოვაჭრე ნანი მახარაძემ.

შეხვედრა გაიმართა NDI-ის მხარდაჭერით.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!