გარევაჭრობაზე ნებართვა შიდამოვაჭრეებს უქმნის პრობლემებს


გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, მერია, გარემოვაჭრეებს, ოთხი საათის შემდეგ დართავს   გარევაჭრობის უფლებას.  “გადასახადს პენსიის ფულით ვიხდი. ჩვენც გვაქვს სესხები. გარემოვაჭრეები თუ გადმოვლენ გარეთ სამუშაოდ, ჩვენც გადმოვალთ” -უთხრა ჟურნალისტებს მოვაჭრე ქალბატონმა ზაირა ჯგერენაიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=UIq7ifNfUQo[/embedyt]

მოვაჭრე მაია ლაშხია ამბობს, ისინი არ დაუშვებენ გარევაჭრობას.  “ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მერიამ დართო უფლება გარემოვაჭრეებს, ოთხი საათის შემდეგ, გარეთ იმუშაონ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. თუ გარევაჭრობა იქნება, მაშინ ჩვენც გადმოვალთ გარეთ სამუშაოდ.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3-5RQ_Y19tc[/embedyt]

მოვაჭრეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მერიის ზედამხედველობის სამსახურში არ ადასტურებენ.

პარალელურად, ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავდნენ გარემოვაჭრეები. ისინი ამბობენ, რომ აქციებს გამართავენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოვაჭრე მარინა ფარულავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაზრის შიდა მოვაჭრეთა აქცია მერიის მიერაა პროვოცირებული. მოგვიანებით, გარემოვაჭრეებმა მერიიდან გუბერნიისკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ელოდებიან საკრებულოს სხდომას, რომელიც ორ საათზეა ჩანიშნული. მათი განმარტებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომას მათი წარმომადგენელი დაესწრება.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!