გარდაიცვალა შოთა თოდუა


გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე შოთა თოდუა. შოთა თოდუა დაიბადა 1922 წლის 22 თებერვალს სოფელ ოქტომბერში. ომის დაწყების პირველივე დღიდანვე, ის ფრონტის წინა ხაზზე იყო. ის იბრძოდა უკრაინის ფრონტზე, მარშალ კონევის არმიაში, იყო შორსმტყორცნელი დივიზიის ზემდეგი, 1942 წელს მიიღო ჭრილობა, მაგრამ არ დაუტოვებია ბრძოლის ველი. ბატონმა შოთა თოდუამ ბრძოლებით გაიარა პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია.

შ. თოდუა 9 მაისს  ბერლინში შეხვდა. ის სამშობლოში 1947 წელს დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, 13 წელი, იმუშავა შსს–ში, შემდგომ კი, წლების განმავლობაში, იყო ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!