გაიხსნა “ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი”


ზუგდიდში, “ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი” გაიხსნა. პროექტს ახორციელებს რეაბილიტაციისა და საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი”.  დღეს, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის ძირითად მიმართულებებზე, სერვისებზე და მიზნებზე.

შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, პროექტის მიზანი არის, ოჯახში ძალადობის  და სექსუალური  ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, ახალგაზრდების დაცვა, მათზე ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება, ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის დაცვის სისტემის გაუმჯობესება. პროექტს გააჩნია რამდენიმე ამოცანა, რომელიც გულისხმობს მომსახურების მიწოდებას ძალადობის მსხვერპლი ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მათი უფლებების დაცვას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, სოციალურ ჩართულობაში ხელშეწყობას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ორგანოებისა და დაინტერესებული მხარეების გაძლიერებას, რათა მათ გაატარონ ეფექტური პრევენციული ზომები, მოახდინონ სათანადო რეაგირება ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და კრიზისულ სიტუაციში მყოფი ბავშვების ახალგაზრდებისა და ქალების დასაცავად. საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების  ცოდნის ამაღლებას, რათა მოახდნინონ დროული და ადეკვატური რეაგირება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=yNhF2su2cmM[/embedyt]

„თანაზიარის“ ხელმძღვანლის ხათუნა ბეჭვაიას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის პროექტში ჩართულია ათამდე ბენეფიციარი. მისი თქმით, მომართვიანობა პირველი დღიდან იყო. სკოლამ მიაწოდა მათ ინფორმაცია ცუდი ქცევის მქონე ბავშვის შესახებ და ბავშვის სურვილიც იყო ფსიქოლოგთან მისულიყო. ხათუნა ბეჭვაიას განმარტებით, მათთან მუშაობს ცხელი ხაზი, ბავშვს თვითონ შეუძლია დარეკოს და ოპერატორს მოუყვეს თავისი პრობლემის შესახებ. „ პირველი დღიდან ვცდილობთ, საზოგადოების, ახალგაზრდების, ბავშვების, მშობლების ნდობა გვქონდეს და რაც მთავარია, სხვადასხვა სექტორები იყო ჩართული ამ საქმიანობაში“. ბეჭვაიას თქმით, ადგილზე ორი ფსიქოლოგი მუშაობს, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგისა და სოც მუშაკის პრობლემა არ ექნებათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!