გაიმართა საჯარო საინფორმაციო შეხვედრა


დღეს, ქალაქის მაჟორიტართან მერაბ ქვარაიასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, ზურაბ ლიპარტიასთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა დაცვის დეპარტმანეტის უფროსთან ზურაბ ხიდაშელთან ერთად, საჯარო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აზიურ ფაროსანას მიერ შექმნილ პრობლემებზე,  სახელმწიფოს სტრატეგიაზე და მოსახლეობის ჩართულობაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა გათვლილია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მისი ძირითადი პრინციპებია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. მისი თქმით, ღონისძიებები დაიწყება მარტის თვიდან, ჩატარდება მონიტორინგი და დამონტაჟდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამეურნეო სისტემები. ლიპარტიას ინფორმაციით, შეიძინეს 130 ერთეული შესასხურებელი აგრეგატი და 40 ცალი ამერიკულმა მხარემ გადმოსცა საქართველოს. „საკმარისი რაოდენობის ტექნიკა არის შეძენილი, პრეპარატებიც საკმარისი რაოდენობისაა, დაახლოებით ერთ მილიონ ჰექტარზე ღონისძიებების ჩასატარებლად. ვფიქრობთ, გარდატეხის წელი იქნება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში“. ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, მათ, მოსახლეობის ჩართულობის დიდი იმედი აქვთ. „მოსახლეობის ღონისძიების ჩართულობა გამოიხატება მექანიკურ ღონისძიებებში, რომელიც სახლის პირობებში უნდა გააკეთონ. მწერს აქვს ბიოლოგიური თავისებურებები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ის, რომ მწერი იზამთრებს საცხოვრებელ სახლებში და ღონისძიებები უნდა ჩატარდეს როგორც გაზაფხულზე, ასევე, შემოდგომაზე, როცა მწერი გამოზამთრებული ისევ უკან მიუბრუნდება სახლებს გამოზამთრებისაკენ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ugwJXv68S90[/embedyt]

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ხიდაშელის განმარტებით, ნელა-ნელა იწყება ფაროსანას უკუმიგრაცია. „თუ შემოდგომისას ისინი გამოზამთრებას დაბინავდნენ, შეეფარნენ საცხოვრებელ სახლებს. ახლა დაიწყება ნელ- ნელა მათი გამოსვლა გარეთ და ისინი გარკვეული ტემპერატურის  დადგომისთანავე მოედებიან გარკვეულ მიდამოებს და კულტურულ მცენარეებს“. მისი თქმით, სახლში მოსახელობამ მექანიკურ მიდგომებს უნდა მიმართოს. „ზოგადად ქიმიის გამოყენება აკრძალულია, თუმცა შესაძლებელია გარე პერიმეტრზე გარკვეული პრეპატარების გამოყენება, რომელიც ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ფენდონა“. ხიდაშელის განმარტებით, 230 ათას ოჯახს პესციტიდები დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=T9NF7RpkvRQ[/embedyt]

ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატების აქტიურობა. „მე მივმართე ადგილობრივ დეპუტატებს, რომ ისინიც აქტიურად ჩაერთნენ ამ პროცესში, მე მზად ვარ მათთან ერთად კოორდინაციაში ვიმუშავო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასათან ერთად, რათა ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=c-fZdkIjNns[/embedyt]

შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა.merabi

დღევანდელი ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK-aid ის ფინანსური ხელშეწყობით განხორცილდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!