გათავისუფლებული საჯარო მოხელეების თემაზე, სასამართლო, დაკითხვას აგრძელებს


ზუგდიდის რაიონული სასამართლო,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან  გათავისუფლებულთა საქმის განხილვას აგრძელებს. დღეს, მოწმის სახით, დაკითხულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, რომელიც იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

 დაკითხვა დაახლოებით ორ საათს მიმდინარეობდა. დაკითხვიდან გამოსულმა მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულების  გათავისუფლებულთა საქმეში არანაირი პოლიტიკური მიზნები არ იკვეთება. მისი თქმით, მან, დღეს, მოსამართლის ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. „ატესტაციის დროს, საერთოდ არ შევხებივარ პოლიტიკას, შეკითხვები იყო საჯარო კანონიდან, რამდენად მოერგნენ ისინი საჯარო სამსახურს’’.- განაცხადა მაიზერ ნანავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=AgAe3mHEx-E[/embedyt]

მოსარჩელეთა ინტერესების დამცველის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ იურისტის მირზა მუმლაძის თქმით,  მაიზერ ნანავა ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მასზეა დაკისრებული მოქმედი საჯარო კანონმდებლობის შესაბამისად. მირზა მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პასუხები სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. „მოსამართლის კითხვაზე, თუ როგორ ერკვევა ამ საკითხებში, მისი პასუხი არც თუ ისე შესაბამისი იყო მოსამართლის კითხვასთან. მან საერთოდ არ გასცა ამ კითხვას პასუხი.’’- აღნიშნა მუმლაძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6G4AhXS7HQQ[/embedyt]

დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ ერთი მოწმე დაკითხვა. მოწმეების მომდევნო დაკითხვა 12 აპრილს, 11 საათზეა ჩანიშნული.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!