„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ზუგდიდიც შეუერთდა. დღეს, ზუგდიდის დადიანების სასახლეში გადაწერის ცერემონია შედგა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის პირველებმა.

ლაშა გვასალიამ გაიხსენა ზუგდიდელი ქალბატონი ბაბილინა დადიანი. მისი თქმით,  “ეს ადამიანი ყველას “ვეფხისტყაოსნიდან” თითო საყვარელ სტროფს აწერინებდა. ამიტომ ეს საქმე სამეგრელოსთვის ძალიან ახლობელია”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=00J9fkPTgr8[/embedyt]

პროექტი  სახალხო და მასშტაბურია. მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. პოემის გადაწერა საზეიმოდ თბილისში დასრულდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!