გადავაქციოთ ზუგდიდი აჯიკის დედაქალაქად?


პირველად საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდში, 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება “აჯიკის ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალის პირველ დღეს, რომელიც გაიმართა “სკეიტპარკში”, წარმოდგენილი იყო საუკეთესო აჯიკა და სხვა ქართული პროდუქტები. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ორდღიან ღონისძიებაზე ჩატარდება სხვადასხვა სახის კულინარიული კლასები, წარმოდგენილი იქნება ინტერაქტიული თამაშები, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ განსხვავებული კერძები.
ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბარათაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღეიდან იწყებს ათვლას ყოველწლიური “აჯიკის ფესტივალი”. “ორგანიზატორებმა ზუგდიდი გამოვაცხადეთ როგორც აჯიკის დედაქალაქი. გილოცავთ ყველა ზუგდიდელს, თქვენ ყველაზე ცხარე დედაქალაქის მაცხოვრებლები ხართ”. მისი ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ჩამოტანილი აქვთ რვა ნომინაციისთვის სხვადასხვა პროდუქტი, რაც მისი თქმით, ზრდის კონკურენტუნარიანობას. “წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც პირველ ფესტივალში შესძლო და მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ ვისაც გული წყდება გეტყვით, რომ დაიწყეთ აჯიკების კეთება, იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანში ჩვენ კიდევ ერთ ფესტივალს “აჯიკა 2019” დაავანონსებთ, სადაც ნებისმიერ მსურველს, როგორც ოჯახის დიასახლის, ასევე “მამასახლისს” მცირე და დიდ მწარმოებლებს ექნებათ საშუალება თავისი პროდუქტი წარმოადგინონ ფესტივალზე”.-უთხრა ჟურნალისტებს ნინო ბარათაშვილმა.


ფესტივალზე, გამოვლინდება საუკეთესო გარეკვების (სტრით-ფუდის) ოსტატი, რომელსაც საშუალება მიეცემა წარმოადგინოს საქართველო ბერლინში, ევროპულ “სტრით-ფუდ” ფესტივალზე და იასპარეზოს ევროპის თასისთვის.  სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებული პროდუქტები ჩაეშვება წარმოებაში და გავა ევროპულ ბაზარზე, ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მზარეულმა მანუელ ფაუნდეს ბარანდამ აღნიშნა, რომ აჯიკის ფესტივალი ზუგდიდში აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. “აჯიკა, როგორც ქართული პროდუქტი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია პოსტსაბჭოთა სივრცეში. საჭიროა ამ პროდუქტის აუცილებლად გატანა საზღვარგარეთ”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბრიტანელი ბიზნესმენი ქეთი მაღლაკელიძე და ნინო ბარათაშვილი “შაინინას რეცეპტები”. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ბიო-მეურნეობების ხელშემწყობი ორგანიზაცია “ელკანა”; “დიასპორული ინიციატივების მხარდამჭერი სავაჭრო-სამრეწველო პალატა”; საგამომცემლო სახლი ,,სახე(ლ)ები,” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!