გაბეჩავების ოჯახი კომპენსაციას მიიღებს


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა ჯიხაშკარში, ახალი წლის ღამეს, ხანძრის შედეგად დაღუპული მურმან გაბეჩავას ოჯახს შეხვდა. დაზარალებული ოჯახი კომპენსაციის სახით ოთხი ათას ლარს მიიღებს.

გაბეჩავების ოჯახი გამგეობას უყურადღებობაში და გულგრილობაში ადანაშაულებდა. ისინი დაუწყებულები არ იყვნენ, რომ ოჯახს გამგეობამ პარასკევს, საკრებულოს სხდომაზე, 2017 წლის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოუყო.

„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა, ასეთი ტრაგედიისგან არავინაა დაზღვეული, ამიტომ ჩვენ, ოფიციალურად,  გვაქვს  ათასი ლარის გამოყოფის შესაძლებლობა,  მე პირადად, შევედი საკრებულოში წინადადებით და დამატებით კიდევ სამიათასი ლარი გამოვყავით ამ ოჯახისთვის.  ეს განკარგულება გამგეობას დაუბრუნდება და ყველა დოკუმენტი როცა იქნება იურიდიულად მზად, ოთხი ათასი ლარი გამოიყოფა ოჯახისთვის”- აღნიშნა გამგებელმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uWJNrc1nkao[/embedyt]

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!