ბრიფინგი “თაუნ პარკთან” დაკავშირებით


დღეს, ზუგდიდის საკრებულოს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ,  ბრიფინგი გამართა.  მისი ინფორმაციით, „თაუნ პარკის“ მფლობელები კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირები არიან.  

წითლიძე ამბობს, რომ “თაუნ პარკის” წარმომადგენელი ნიკა შელია,  არის ე. წ. „ტყის ძმების“ მეთაურის დათო შენგელიას ნათლული და გუბერნატორ ლევან შონიას უახლოესი მეგობარი.”კომპანიამ შერჩევით მოიგო ელექტრონული პირობიანი ტენდერი, შემდეგ პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა საკრებულომ მას ქალაქის კიდევ ერთი ტერიტორია, ჩვენი მოკვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ შვიდი თვის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიას გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში 100 ათას ლარზე მეტი არ შეუტანია. ეს მაშინ, როცა მოსაკრებლის აკრეფა მთელი ქალაქის მასშტაბით ხდება.“-უთხრა ჟურნალისტებს ანა წითლიძემ.  მისი თქმით, ეს არის დანაშაული და ფაქტი იმისა, თუ როგორ იპარავენ კომპანიის მფლობელები ზუგდიდელების ფულს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=c8lZC9GLATs[/embedyt]

“თაუნ პარკის” წარმომადგენელმა ნიკა შელიამ ჟურნალისტების ზარებს არ უპასუხა. ანა წითლიძის ბრალდებებს უპასუხეს სამგრელო ზემო- სვანეთის გუბერნიაში. მხარის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ “ანა წითლიძის განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს, აქედან გამომდინარე, სიცრუეზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? დანარჩენ საკითხებზე მიმართეთ მერიას, რომელიც უფლებამოსილია გიპასუხოთ “თაუნ პარკთან” დაკავშირებულ საკითხებზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის ინფორმაციით, “თაუნ პარკზე” მოკვლევა მიმდინარეობს და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!