ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” თანამშრომლები ზედამხედველობენ


როგორც ზუგდიდელებისთვის ცნობილია, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს ტერიტორიის ეკალ-ბარდებისგან გაწმენდის სამუშაოები.

ააიპ “ბოტანიკური ბაღების ცენტრის“ დირექტორის ზვიად ქარჩავას განმარტებით, ბოტანიკურ ბაღში ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხდება ტერიტორიის დასუფთავება ეკალ-ბარდებისგან. „კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩართულნი არიან ჩვენი თანამშრომლები, ბოტანიკოსები. კომპანიას ჰყავს მოწვეული დენდროლოგი და ბოტანიკოსი, რომელიც აკვირდება გაწმენდით სამუშაოებს, მუშებს აძლევენ რეკომენდაციას რომელი ბუჩქი, როგორ უნდა გაიწმინდოს. ამონაყარებიდან რომელი უნდა ამოიღონ და დატოვონ. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, მოხდება მარკირება. თითოეული მცენარე მოინიშნება, მოხდება შეფასება, როგორია მისი დაზიანების ხარისხი, ამოსაღებია თუ შესაძლებელია მისი გადარჩენა. პარალელურად, მოეწყობა ინფრასტრუქტურა. კანალიზაციის და სარწყავი სისტემა, მოეწყობა სანერგე მეურნეობა. აღდგება ორანჟერეა, ადმინისტრაციული შენობა, რომელიც მდებარეობს ტბასთან. მოეწყობა ეზო-გალავანი. ძირითადად იქნება ორი კარიბჭე- ერთი  იქნება სოხუმის ქუჩიდან, მეორე იქნება, ნიკოსეული სასახლის გვერდიდან და ასევე იქნება ტექნიკური შემოსასვლელი, საიდანაც შემოვა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები და ტექნიკა.“ კითხვაზე დაიხურება თუ არა ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის დროს, ზვიად ქარჩავამ გვითხრა: „უსაფრთხოების წესების დაცვით დაიხურება ის უბნები, ლოკაციები, სადაც სამუშაოები, გათხრები, მშენებლობები იწარმოება“. უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით “ზუგდიდელები” ესაუბრა შპს „ჯავას“ სამუშაოთა მწარმებელ მუხრან კეკენაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ  მშენებლობის დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხალხმა არ იმოძრაობს იმ პერიფებიებში სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. “სასურველია სეირნობისგან თავი შევიკავონ, ტერიტორიაც, რომ სამუშაოები არ შეფერხდეს”.

“ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” განყოფილების უფროსი ლარისა თირქია ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღში გაწმენდითი სამუშაოები უსაფრთხოდ მიმდინარეობს. მისი თქმით, მათი მიზანია გაუფრთხილდნენ წითელ წიგნში შეტანილ ენდემურ, აბორიგენულ და ეგზოტიკურ მცენარეებს. „მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი საიმედო ხელშია. მუშა ჯგუფი პასუხისმგებლობით ეკიდება ბაღის მოვლის საქმეს. არიან მუშები, რომლებიც გამოცდილები არიან ამ დარგში. როგორც იცით, გათიბვით სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს მაღალი მცენარეების გამხმარი ტოტებისგან გაწმენდა.  ხდება ასევე ძვირფასი ეგზოტიკური მცენარეების ამოქოლვა გადარჩენის მიზნით, ტარდება გამხმარი მცენარეების გამოტანა. მოხდება ასევე, ამ მცენრეების შევსება ახალი, ძვირფასი ეგზოტიკური როგორც ადგილობრივი ასევე ძვირფასი ეგზოტიკური მცენარეებით.  მოხდება თვითნათესი მცენარეების ამოღება და სპეციალური ნაკვეთი გვექნება გამოყოფილი სანერგედ  რომელიც შეივსება ამ მცენარეებით. საჭირო შემთხვევაში, სანერგეში, გამოყვანილი იქნება ისეთი მცენარეები სამეურნეო და დეკორატიული თვალსაზრისით რომლის ნერგებითაც შეიძლება ისარგებლოს მთელმა რეგიონმა. თითოეული მცენარეზე, რომელიც ამოსაღები და გადასატანი იქნება  თარგიდან, შეიქმნება კომისია და შედგება აქტი და ამის საფუძველზე იქნება ამოღებული”.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 18 თვე გაგრძელდება.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!