ბენდი “ზუგდიდი” ორდღიან კონცერტს მართავს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზარდობის სასახლის ბენდმა “ზუგდიდი” (ხელმძღვანელები ზურაბ კანკია, გოდერძი წიწავა), სასახლის საკონცერტო დარბაზში, ორდღიანი კონცერტი გამართა. ბენდის წევრებმა, მაყურებლებს, ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერების მდიდარი რეპერტუარი წარუდგინეს.

ეს იყო ცეცხლოვანი წუთები. ახალგაზრდებმა სცენაზე მაღალი საშემსრულებლო კულტურა უჩვენეს. აღსანიშნავია, რომ ბენდი “ზუგდიდის” თითოეული წევრი ყველა ინსტრუმენტზე თავისუფლად უკრავს და მათ, კონცერტის განმავლობაში, შესძლეს თავიანთი ოსტატობა ეჩვენებიათ მსმენელებისთვის.

უმოკლეს დროში, ზუგდიდელები.გე გეგმავს, თავის მკითხველებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ბენდი “ზუგდიდის”  წევრების  და რეპერტუარის შესახებ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!