ბაზრის თემა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ბაზრის ადმინისტრაცია და მოვაჭრეები ბაზრის ღობის დემონტაჟის შეჩერებას ითხოვენ. საკითხის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

“შპს” სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილე ნონა ნიჟარაძე, ითხოვს, მშენებლობის შეჩერებას.”დღესვე მოხდეს გადაწყვეტილების შეჩერება, სასამართლოს ბოლო პროცესამდე, შემდეგ რაც მოხდება პასუხს არ ვაგებთ”.-უთხრა ჟურნალისტებს ნიჟარაძემ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ვიცით, ეს საკითხი სასამართლოშია შეტანილი, სასამართლო გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ის ორგანო, რომელიც იმსჯელებს მშენებლობის ნებართვის გადაწყვეტილების კანონიერებაზე თუ უკანონობაზე. შესაბამისად, თუ ჩვენ გვექნება სასამართლოსგან შუამდგომლობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოხდეს მშენებლობის ნებართვის ან პროექტის განხორციელების შეჩერება, თავისთავად შეჩერდება და დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან არ იქნეს არცერთი მხარის ინტერესები დარღვეული”.

საკრებულოს სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ განმარტა, თუ მშენებლობის ნებართვაში არის გარკვეული სამართლებრივი ხარვეზები, უნდა გაირკვეს არა საკრებულოში, არამედ სასამართლოზე.

აღნიშნული საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარადგინა ფრაქცია “ენმ”. ფრაქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ საკრებულოს იურიუდიული კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია და ქალაქის ვიცე მერი გია გულორდავა. “სწორედ ამ კორუფციული და ნეპოტიზმით მიღებული გადაწყვეტილებით გასცა შემდეგ ზუგდიდის მერიამ უკანონო მშენებლობაზე ნებართვა და ჩვენ ვითხოვთ, რომ სანამ ამაზე არის სასამართლო დავა და სანამ პროკურატურაში არის მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, შეჩერდეს ეს “დანგრევითი” სამუშაოები”.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!