“აჯიკის ფესტივალმა” გამარჯვებულები გამოავლინა


“აჯიკის ფესტივალის” ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ,,აჯიკის ფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდა ბრმა ტესტირებით და ათბალიანი შეფასებით. ჟიურიმ გაითვალისწინა საზოგადოების მიერ ადგილზე მიცემული ხმების რაოდენობა და სია გამოიყურება ასე: საუკეთესო ინოვაციური პროდუქტი აჯიკით: ,,ქოუნ ქალჩერ”-ნაყინი ვანილით და აჯიკით. საუკეთესო ტყემალი: ასმათ შენგელია, შაზინა თავაძე, სევერიანე ლატარია. საუკეთესო მშრალი აჯიკა: ციალა მელიქიძე, შპს ,,ლ’ჯიმ”, ალეკო აკოლაშვილი. საუკეთესო მწვანე აჯიკა: მაია კალანდია, მადონა გვასალია, თამარ ნიჟარაძე. საუკეთესო პომიდვრის საწებელი: მაია კალანდია, შაზინა თავაძე, ციალა მელიქიძე. საუკეთესო სვანური მარილი: შპს ,,ლ’ჯიმ”, შპს ,,ედნა”, სევერიანე ლატარია. საუკეთესო წითელი აჯიკა: შპს ,,ედნა”, ზურაბ კოხრეიძე და ხათუნა სალუქვაძე.

ზუგდიდში, წელს პირველად ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას ,,აჯიკის ფესტივალს“ საფუძველი ჩაეყარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!