აჭარელი მხატვრები ზუგდიდში


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სამხატვრო გალერეაში, აჭარის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დღევანდელ გამოფენაზე, ორმოცი მხატვრის, ორმოცდაათი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. 

“ჩვენ მეორეჯერ ვიმყოფებით ზუგდიდში. ძირითადად ფერწერა და გრაფიკაა წარმოდგენილი. ქანდაკებისა და მძიმე ნამუშევრების ჩამოტანა ვერ შევძელით. ვფიქრობ, ჩვენი წამოწყება კარგია, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვხვდებით. ვიხსენებთ სტუდენტობის წლებს. გვინდა, ეს შეხვედრა ტრადიციად ვაქციოთ,“–გვითხრა აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, გურამ ფუტკარაძემ. აჭარის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში რვა იანვრამდე გაგრძელდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!