აღევლინა პარაკლისი აგვისტოს ომში დაღუპულებისთვის


მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პარაკლისი გადაუხადა.

 აგვისტოს ომში 3 ზუგდიდელი ჯარისკაცი დაიღუპა: ბერანძე ბადრი, გოროზია სერგეი და ჯიქია დავითი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, სულ 37 ადამიანი ემსხვერპლა.

მუნიციპალიტეტის მერია გარდაცვლილთა ოჯახებს ყოველწლიურად 1000 ლარს ურიცხავს.

 

მეუფე გერასიმემ დაღუპულ გმირებს პარაკლისი გადაუხადა
23 ფოტო

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!