აქცია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის


გაეროს განვითარების ხელშეწყობით, დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ სკვერში, გაიმართა  ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული რეგიონალური წარდგენა. დღევანდელი ღონისძიება გახსნეს კამპანიის კეთილი ნების ელჩებმა, მსახიობებმა: დუტა სხირტლაძემ და ნატა ბერეჟიანმა. 

ასევე, გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში, გაეროს ერთობლივი პროგრამის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა მაგდა ნოვაკოვსკმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული აქტივობები, ინსტალაციები და შეჯიბრებები.  გაეროს ერთობლივი პროგრამის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა მაგდა ნოვაკოვსკმა, ჟურნალისტებთან, აღნიშნა, რომ ისინი ამ აქციით, ამბობენ, რომ ძალიან ცოტა ქალია ჩართული საქართველოში როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „ადგილობრივი არჩევნების შედეგად ეს მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა, თუ კი მანამდე, 12% იყო ქალი ადგილობრივ თვითმმმართველობაში, ახლა არის 13%“, ეს არის სავალალო მდგომარეობა. იმ შემთხვევაში, თუ მეტი ქალი მოისურვებს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას, თუ მეტ ქალს ავირჩევთ, მაშინ სასიკეთოდ შეიცვლება ქვეყანაში არსებული მდგომარეოაბა“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3sfEP3J7AYw[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!