აქცია მეგრული ენის დასაცავად


დღეს, მეგრული ენის რეგიონალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლთან, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, საბავშო ბაღებში  და ეკლესიებში ქადაგებაც მეგრულად უნდა წარიმართოს. 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარემ ედემ იზორიამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „დედებმა მიატოვეს თავიანთ შვილებთან  მეგრულად საუბარი, მათ მოუკლეს უძვირფასესი განძი მეგრული ენის სახით. დღევანდელმა ახალგაზრდებმა არ იციან მეგრული ენა, რაც ძალიან სამწუხაროა”. მისი თქმით, ბავშვთა ბაღი უნდა გახდეს ბილინგვა. „ბავშვმა მეგრული ენა უნდა იცოდეს მშობლებისგან და ბაღში ქართულს სწავლობდეს. ასევე, სკოლებში ექვსი კლასი უნდა იყოს მეგრული, შემდეგი კლასები კი ქართული. უმაღლესი უნდა იყოს ქართული“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LzDp6-26DoM[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!