აქციაზე “ყველა ერთისთვის”


ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ აქციას „ყველა ერთისთვის“. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

-მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და საქალაქო სასამართლოსთან რეჟისორ თორნიკე ბზიავას და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმოადგენლის ბექა წიქარაშვილის დაკავება. პროკურატურასთან შეკრებილებმა, მოითხოვეს დაკავებულების გათავისუფლება. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარატები: „ციხე სამკურნალო დაწესებულება არ არის”. „განსაზღვრე დოზა!“ „ბერა დაპოსტე“. „დასრულდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა“. „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ემზარ კვარაცხელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვიან. „ეს ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ადამიანის ჩაგვრაზე და ტერორზე. ჩვენ არ შევეგუებით ჩაგვრას და არაჰუმანურ  ნარკოპოლიტიკას, რომელიც ხორციელდება“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-xKqbk3QjSs[/embedyt]

სამოქალაქო აქტივისტის როსტომ ზარანდიას განმარტებით, სამართლებრივი ბრძოლით ვერაფერს გახდებიან. “უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს- ბერა ძალიან გთხოვ დაპოსტე რა”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LZqq7WinN1U[/embedyt]

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით და შეძახილებით გადაინაცვლეს რაონულ სასამართლოსთან და კიდევ ერთხელ გააჟღერეს მათი მოთხოვნები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!