აუქციონზე იყიდება ყოფილი ღია თეატრი დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 18/05/2018  დან – 28/05/2018 მდე  გამოაცხადა აუქციონი, კატეგორიაში ზუგდიდის რაიონის არასასოფლო სამეურნეო მიწა შენობით  საწყისი ფასით 482 250 ლარი. ობიექტის აღწერილობა ასეთია: სარეალიზაციო ობიექტი წარმოადგენს არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთს, ფართობით 995.00 კვ.მ. მდებარე: ქ. ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზირი №1, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ძველი, ღია კინო თეატრი, ტერიტორიაზე დასხმულია ბეტონი და განთავსებულია ძველი სცენისა და საპროექტოროს შენობები. აღნიშნული შენობების შეფასება არ არის გათვალისწინებული ანგარიშში, მათი უმნიშვნელო ღირებულების გამო.2

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდია 43.31.49.044,
შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი კი ასთია: N1 განაშენიანების ფართი 23.28 კვ.მ, N2 – 13.64 კვ.მ

ქონება, რომელიც აუქციონზე არის გასაყიდად გამოტანილი, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ადრე ეკავა ღია თეატრს.3

აუქციონზე გამოტანილი ობიექტის პირობა ასეა განმარტებული, რომ სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, საფუძველი: შეტყობინება, N0012906, 15.03.2016, შემოსავლების სამსახური (უფლების რეგისტრაციის ნომერი 102016049763; თარიღი 15/05/2016). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 აპრილის #21-11/49229 მომართვის თანახმად დავალიანების ოდენობა 12.04.2018 წლის მდგომარეობით ირიცხება (მ/შ 4306.80 ძირითადი, 1051.73 საურავი) 5358.53 ლარი (დავალიანება ზრდადია).4


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!