მაკულატურიდან თანამედროვე წიგნებამდე


 მუნიციპალიტეტის რაიონული ბიბლიოთეკა გაიხსნა 1 სექტმბერს, მაგრამ ფუნქციონირება 2015 წლის 1 მარტიდან დაიწყო. უკვე 16 სოფელში აქვს ფილიალი. 1 აგვისტოდან კი, მე-17 ფილიალი სოფელ ტყაიაში გაიხსნება . რაიონულ ბიბლიოთეკაში, დღეში, 30 წიგნი გაიცემა საშუალოდ.
მადონა მაქაცარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის რაიონული ბიბლიოთეკის დირექტორი:
– უკვე ერთი წელია,ზუგდიდის ცენტრალიზებულ ბიბლიოთეკას მუნიციპალიტეტის რაიონული ბიბლიოთეკა გამოეყო. რადგან არ გაგვაჩნია საკუთარი ფართი, დავიქირავეთ და პირველი სექტემბრიდან გადმოვედით. ის შენობა, სადაც ახლა იმყოფება ქალაქის ბიბლიოთეკა, ადრე იყო რაიონული ბიბლიოთეკა. როდესაც ზუგდიდს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, აუცილებლად უნდა გაყოფილიყო ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, მაგრამ თავიდანვე არ მქონია პრეტენზია ფართზე, რადგან ჩვენ მომავალი წლიდან ახალ შენობას გვპირდებიან.

რადგანაც თავიდან არ გაგვაჩნდა წიგნადი ფონდი, დავიწყეთ პროექტებით მუშაობა. მაგ, განვახორციელეთ პროექტი – ,,წიგნები საკუთარი კოლექციიდან’’. პირველი ამ პროექტის მონაწილე და შემომწირველი ზუგდიდელი ალიკა ტაბაღუა გახლდათ. მან 1029 წიგნი შემოგვწირა. ეს ჩვენთვის პირველი მერცხალივით იყო. ამის შემდეგ, ჩავერთეთ მაკულატურის პროექტში და ასე შევიძინეთ 1200 წიგნი, ხოლო შემოწირულობების რაოდენობა უკვე 10 000 წიგნს სცილდება. ბიბლიოთეკას უკვე სერიოზული წიგნადი ფონდი აქვს.
2015 წლის 16 ივნისის მონაცემებით, ჩვენ უკვე 1039 მკითხველი გვყავს. არიან ადამიანები, რომელთაც 15-20 წიგნი ერთდროულად აქვთ გატანილი.
ბიბლიოთეკაში დავაფუძნეთ კლუბები, სადაც გაერთიანებულია ახალგაზრდობა და მეტწილად,  ბავშვები. ჩვენთან, ზაფხულის არდადეგებზე უფრო მეტი მკითხველია, ვიდრე სხვა სეზონებზე. ჩემი აზრით, მიზეზია ის, რომ ჩვენი თითქმის ყველა წიგნი ახალი და თანამედროვეა, რომლებიც ბავშვებს ხშირად სწორედ ვიზუალითა და საინტერესო შინაარსით იზიდავს. თუმცა ძველი წიგნების დეზინფექციაც პერიოდულად ხდება სხვადასხვა ქიმიური ხსნარით.
წიგნებთან ერთად, ჩვენს ბიბლიოთეკაში ინახება თვეებისა და წლების მიხედვით აკინძული ჟურნალ-გაზეთებიც. თითო- თითო ეგზემპლიარი გადანაწილებულია სოფლის ფილიალებში.
სასიამოვნო სიახლეა ის, რომ ბიბლიოთეკაში გავხსენით საბავშვო ოთახი და დრამატული წრე. მოწვეული გვყავს ზუგდიდის თეატრის მსახიობი, ბ-ნი ბადრი წერედიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წრეს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ბიბლიოთეკას აქვს საკუთარი ჰიმნი, გერბი. ჰიმნს მხოლოდ ბიბლიოთეკის თანამშრომლები ასრულებენ.
დღეს კარგი დღე გვაქცვს – ორი ახალი თარო შევიძინეთ… ასე რომ, თაროები წიგნებს ელოდებიან, წიგნები- მკითხველს… ნუ ვალოდინებთ მათ! ყველას ვიწვევთ ჩვენთან, ახლადშექმნილ რაიონულ ბიბლიოთეკაში.
მასალა მოამზადა ლუკა კიტიამ

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!