წარმატებული 2016 წელი მესხიაუნში


როგორი იყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის  2016 წელი, რა პროექტების განხორციელება იგეგმება 2017 წლისათვის?-ამ თემებზე ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თეონა ხუფენიამ ზუგდიდელები.გე-სთან.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=miKIg9gCOCc[/embedyt] 2016 წლის აქტივობების მოკლე ნუსხა დაახლოებით ასე გამოიყურება: 1.საქართველოს პრეზიდენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას  ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.

​”რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მომზადდა და აკრედიტებულ იქნა სამართლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამას განახორციელებენ  საერთაშორისო გამოცდილების მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და დარგის მოწვეული სპეციალისტები, რაც არის არა მარტო პროგრამის მდგრადობისა და წარმატების, არამედ უნივერსიტეტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი.

2. უნივერსიტეტი,  მისიის ფარგლებში, რეგიონის პრიორიტეტების გათვალისწინებით, შეიმუშავებს და ახორციელებს საგანმანთლებლო პროგრამებს, მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების კურსებს, ასევე სხვა დაკვეთებს. 2016 წლის გამოწვევა იყო უნივერსიტეტის მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება/დანერგვა, რაც ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონის  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი საკადრო დეფიციტის შევსებას.

3. უნივერსიტეტის მთავარ სტრატეგიად აკადემიურთან ერთად, კვლავ რჩება პროფესიული განათლების ხელშეწყობა და განვითარება, 2016 წლიდან უნივერსიტეტი ახორციელებს ყველა საფეხურისა და ტიპის, მათ შორის საგნობრივ, მოდულურ და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების/ დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. 2016 წლის დასაწყისში უნივერსიტეტმა უმასპინძლა პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტს მნიშვნელოვანი შემადგენლობით. საგანგებოდ მოწყობილ გამოფენაზე დათვალიერებულ იქნა პროფესიული პროგრამები, უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის  უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის შეფასებას ,,ეს არის სწავლების ის მოდელი, რომელიც მთელს საქართველოში მისაბაძი უნდა გახდეს“. დღეს, უნივერსიტეტში, მიმდინარეობს სამი საპილოტე პროგრამა, რაც ითვალისწინებს დუალურ საგანმანთლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების კომპონენტის ჩაშენებას, პროფესიული კომპონენტის განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის. მიმდინარეობს არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირება და ახალი მიმართულებების აკადემიური პროგრამების დანერგვა პროფესიული კომპენენტების ჩასაშენებლად, რაც განათლების სხვდასხვა საფეხურზე კრედიტების აღიარების კარგი შესაძლებლობაა.

4. 2017 წელს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი სტრატეგიაა ინტერნაციონალიზაცია,  შესაბამისად,  უნივერსიტეტის მთავარი გამოწვევა არის ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და დანერგვას, უცხოელი სტუდენტებისა და  საერთაშორისო გამოცდილების მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვას, საზაფხულო და ზამთრის სკოლების მოწყობას, რომლის ფარგლებში  საჯარო ლექციებს, რეგიონულ ვორქშოფებს წარმართავენ წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, დამსაქმებლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საერთაშორისო  erasmus+ ფარგლებში, აქტიურად გრძელდება სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამები. 2016 წელს უნივერსიტეტს ჰყავს ევროპის პარტნიორი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში  25 ერასმუსელი სტუდენტი და 11 გადამზადებული პროფესორი.

5. 2016 წელს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და საერთაშორისო გრანტებით განახორციელა  მილიონამდე ღირებულების  ინფრასტრუქტურული პროექტები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა/ განახლება თანამედროვე ტექნოლოგიებით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!