ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზიანს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა. სტიქიამ, რომელიც ორი დღეა მძვინვარებს დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები,საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების სახურავები, სახურავი დაუზიანდა რამდენიმე საჯარო სკოლასა და დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს. ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მოგლეჯილია ხეები. მათივე ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს კი ,”ენერგო- პრო ჯორჯიას”- ტექნიკური სამსახური აქტიურად ახორციელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა უწევს.

ქარისგან მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია შეისწავლის, ზარალის ანაზღაურება კი კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდება.

მოგეწონა? - გააზიარე!:

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …