სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

47203295_2093244447402795_3378544901372248064_n

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. «ძლიერმა ქარმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა. სტიქიის ზონებში დაწყებულია ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ასევე, ელექტროენერგიის მიმართულებით დამატებით ჯგუფებია მობილიზებული და ის დღის ბოლომდე ნაწილობრივ აღდგება» -აღნიშნა მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ. ამ ეტაპზე, ოქტომბერში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც ქარმა სახურავი დააზიანა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხვალ დილიდან აღდგენითი სამუშაოები ყველა პრობლემურ დასახლებაში დაიწყება.

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes