ჟურნალისტი იცვლის პროფესიას


ქალბატონი, რომელიც თურქეთში ჩასულ ადამიანებს ეიმედებათ

ზოგჯერ ადამიანს ჰგონია, თავისი ცხოვრების გასავლელს თვითონ ირჩევს, სინამდვილეში, არ არის ასე. გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, გზა, რომელიც უნებლიედ შევცვალეთ, ან გზა, რომელსაც ვერ დავადექით, ჩვენი არჩეული არ არის, უბრალოდ, ეს არის ჩვენი ცხოვრება, ბედისწერა, რომელსაც იმედი, კარგის მოლოდინი გვილამაზებს.

ჰოდა, მეც წავედი თურქეთში,-ქალაქ სტამბულში, გავუყევი იმ გზას, რომელსაც ამ ბოლო დროს, ხშირად გადიან ჩვენი თანამემამულეები, რომ უცხო ქვეყნიდან შეძლონ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქ, სამშობლოში, აღმოაჩნდათ მათ და მათ ოჯახებს. ათი დღე ვიყავი თურქულ სამყაროში. ვინახულე ყველა ჩემი თანასოფლელი. ჩემი თვალით ვიხილე ყველაფერი. “ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო”,- ნათქვამია!
თურქეთში, ლამაზ სტამბულში, არის ერთი უბანი კადიკოი, ჰასან ფაშას ქუჩა, სადაც მდებარეობს დასაქმების ოფისი, ადვოკატის, ქალბატონი გულია დუნდარის ხელმძღვანელობით. 1 აპრილს ვესტუმრე ამ ოფისს, სადაც დიდი პატივისცემით მიმიღეს, იქ დამხვდა ჩემი მოგვარე ფიზკურად მშვენიერი და სულიერად მდიდარი ქალბატონი ნანული როგავა, რომელიც წლებია უკვე თავის გულს და სითბოს უნაწილებს თავის ქართველ მანდილოსნებს. საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებს ეს მადლიანი ქალბატონი. ამიტომაცაა მისი გამოჩენა საზოგადოებაში დიდ სიხარულს და ემოციებს იწვევს, ის უყვართ, მას აფასებენ. სწორედ ამიტომაც დავინტერესდი და ვთხოვე ჩემთვის მოეყოლა თავისი ამბები. მოვუსმინოთ მას:

– მე ვარ ნანული ილიკოს ასული როგავა, ზუგდიდელი, 72 წლის, ამჟამად, დროებით, ვცხოვრობ ქ. სტამბულში, ვმუშაობ დასაქმების ოფისში, ვეხმარები თურქ ადვოკატ ქალბატონს, ვასაქმებთ სამუშაოდ  ჩამოსულებს ოჯახებში, ფაბრიკებში, ჩვენი ემიგრანტი ქართველი ქალბატონები კმაყოფილი არიან ჩვენი მომსახურეობით.
– როგორ მოხვდით სტამბულში?
– ადრე ვმუშაობდი ზუგდიდში, ოთხი შვილის დედა ვარ, მერე მეუღლე გამიხდა ცუდად და ბანკის ვალი დამიგროვდა. მეუღლე რომ დამეღუპა, გამიჩნდა სტამბულში წამოსვლის სურვილი, აქ დამასაქმეს, 3 წელი ვმუშაობდი ერთ-ერთ ოჯახში, ვალიც გავისტუმრე, კრედიტიც გავისტუმრე. ამასობაში, ოფისის ხელმძღვანელ თურქ ქალბატონს მოვეწონე და მთხოვა, დავრჩენილიყავი მასთან და მემუშავა დამსაქმებლად.
თუ შეიძლება გააცანით ზუგდიდელებს ოფისის ხელმძღვანელი?
– ქალბატონი გულია დანდური არის ადვოკატი, თან ფსიქოლოგიც. მან, პენსიაზე გასვლის შემდეგ გახსნა დასაქმების ოფისი, გააჩნია სერთიფიკატი, 23 წელია ოფიციალურად მუშაობს ამ მიმართულებით. მე, ვასაქმებ ხელშეკრულებებით ქართველ ქალბატონებს, ვმუშაობთ ერთად, მენდობა, უყვარს ქართველი ქალბატონები და კარგად იცის ქართველი ქალების გულისკენ მიმავალი გზაც.
– ამბობენ, საშიშია თურქეთში მუშაობა…
– არა, არაფერი არ არის საშიში. ჩვენთან ჩამოდიან თბილისელები, გორელები, იმერლები, გურულები, მეგრელები. სანამ დავასაქმებთ, მათთვის სასმელ-საჭმელი უფასოა.
– თქვენ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ხართ…
– ჩვენს ოფისში ცუდი არაფერი არ ხდება, თუ სადმე პრობლემაა, საკონსულო ჩვენთან მოდის. ჩვენი სამსახურიდან რომ მიდის მოსამსახურე პერსონალი, ხელშეკრულებით მიდის, ოჯახის პატრონი აგებს პასუხს მასზე. ქალბატონ გულია საკმაოდ მკაცრია, თუ არ მოეწონება ქალი, არ დაასაქმებს, არ დატოვებს ოფისში. როგორც აღვნიშნე, ეს ქალბატონი არის ადვოკატი. მისი მეუღლე ელდარ დანდური მუშაობდა კადიკოის მილიციის განყოფილების უფროსად, შვილი სელიმი პროფესორია  სინგაპურში. მისი მაზლი  სატელევიზიო არხის “სტარტის” უფროსია. ქალბატონი გულია, ნახევრად თურქია, ნახევრად ბულგარელი, არის თურქეთის მოქალაქე.
რას ითხოვთ ქართველი ქალებისგან დასაქმებისთვის?
– რაც მთავარია, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, უნდა იყოს თურქული ენის მცოდნე (სასურველია). თურქული ენის მცოდნეთათვის ხელფასი მაღალია 700 დოლარი, ხოლო ენის არმცოდნეთათვის 500 დოლარი. მე შემიძლია დავასახელო ჩვენი ოფისის მიერ დასაქმებული ქლაბატონები: ინგა გაბისონია, ხათუნა ჯაფარიძე, სვეტა ქარჩავა, ბელა ნარსია, ინგა თოდუა, ინგა თოლორაია, რომლებმაც დიდი სიყვარული დიამსახურეს ქალბატონ გულიასაგან .
მზია შელია, თურქეთში დასაქმებული:
-ქალბატონი ნანული არის აქ ყველაფერი. ჩვენ მისი იმედი გვაქვს, არ გვატყუებს. ჩვენი დედა, ჩვენი დეიდა, ჩვენი უფროსი და და დამრიგებელია. არც ერთ ოფისს არა აქვს ისეთი სახელი, როგორც ამ ოფისს. ჩვენი დიდი პატრონია, ქალბატონი ნანული, რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა ეშველებოდა მე ვლოცულობ მასზე.
ქეთინო ქორჩილავა, თურქეთში დასაქმებული:
– ამ ოფისის ძალიან კმაყოფილი ვარ, ბრწყინვალე ქალბატონია ქალბატონი ნანული, მხარში ამომდგომი, გზის გამკაფავი, ის მუშაობს ქალბატონ გულიასთან ერთად, დიდი მონდომებით, რომ ქართველ ქალებს დაეხმაროს. ჩვენ მას “გაჭირვების ტალკვესს”  ვეძახით. ამ ოფისში ასჯერ რომ მომიწიოს მოსვლა, ასჯერ მოვალ. მადლობა მათ.
ნათია სარჯველაზე, თურქეთში დასაქმებული:
– დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს ქალბატონ ნანული დეიდას, მე 33 წლისა ვარ, 3 შვილის დედა. ნანული დეიდა, რომ არა, არ ვიცი, მე რა მეშველებოდა!
ვარდო ყურშუბაძე, თურქეთში დასაქმებული:
– ქაბატონი ნანული ძალიან კეთილი ქალბატონია, ყველას დახმარების ხელს უწვდის, ასე მგონია, ვერ გადავიხდით მის ამაგს.
ასე დააფასეს თურქეთში სამუშაოდ წასულმა ქალბატონებმა ჩვენი თანამემამულე, ზუგდიდელი ქალბატონი ნანული როგავა, რომელიც იქ იმედად, გზის გამკვალავად ხვდება იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტა, სხვა ქვეყანაში იმუშაოს და იქიდან დაეხმაროს ოჯახს.
რ. როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!