ნათია წითლიძე: „მე ჩემს ფესვებს ვეფერები ორსანტიაში“


– ღირსეული, სანდო, ყურადღებიანი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული-ასე აფასებენ ორსანტიელები თავიანთ ლიდერს, ქალბატონ ნათია წითლიძეს, ორსანტიაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს. 

– მოგესალმებით, მადლობას გიხდით რომ მობრძანდით ჩვენთან, სოფელში და დაინტერესდით ჩვენი სოფლის სიხარულით და სატკივარით.

დავიბადე ზუგდიდში, 1982 წელს. ვსწავლობდი #4 საშუალო სკოლაში რუსულ განყოფილებაზე, შემდეგ  დავამთავრე  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი. სადაც ვმუშაობდი, ყველგან, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი საქმეს. პასუხისმგებლობა ეს ჩემი  ცხოვრების წესია.

ორსანტიიდან იყო წარმოშობით მამაჩემი და მე  ვამაყობ, რომ სწორედ აქ არის ჩემი ფესვები. ვიბრძვი იმისათვის, რომ ჩემი  სოფლის, მისი თაობების მომავალი იყოს დროის შესაფერისი. რომელ უბანშიც არ უნდა ვიყო, ყველგან, ვგრძნობ, რომ მამაჩემის, ვალერი (ველიშა) წითლიძის შვილი  ვარ, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. მარტო ჩემზე ფიქრი არ მაღელვებს, აქ უკვე ფიქრია ჩემს ოჯახზე, დედაზე, მამაზე, წინაპრებზე, საიდანაც მოვდივარ. როცა სოფლის ხალხი მხვდება, მეუნებიან-თქვენი იმედი გვაქვსო, მე მეგრულად ვეუბნები „თქვანი იმენდეფი გამიმართლებდას“. ცოტა ემოციური ადამიანი  ვარ და მიმაჩნია, რომ  შინაგანად სუფთა ადამიანია ემოციური. ადამიანი, ვისაც დიდი სიყვარულის უნარი აქვს, ემოციების გარეშე შეუძლებელია ცხოვრობდეს, ინერტიულობა სიყვარულთან შეუძლებელია. ორსანტია ჩემი დიდი ისტორიაა. მე ვამაყობ ჩემი თანასოფლელებით, ყველასთან ვმეგობრობ. მე მათი იმედი მაქვს.   სოფლის ნებისმიერი, ინფრასტრუქტურული პროექტი შექმნილია მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

მეც კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის პერიოდში ჩაგერთეთ.

-სოფელში არხებია გასაწმენდი. ჩემთან იყვნენ გამგეობის თანამშრომლები კეთილმოწყობის სამსახურიდან,  სოფელში ქუჩა-ქუჩა იარეს, თითოეულ ოჯახში შევიდნენ, გაიგეს, თუ სად უნდა გაიწმინდოს წყლის არხები. ჩამოვა ტექნიკა, რომელიც პრობლემას მოაწესრიგებს.  2016 წლის დეკემბრიდან ვარ ამ თანამდებობაზე. სოფელში ერთი დიდი პრობლემა ნელ-ნელა, მაგრამ უკვე გვარდება. ეს არის ენერგო-პროჯორჯიას მაღალი ძაბვის ბოძები. მარტო ორსანტია ხომ არ არის?  48 სოფელია, მაგრამ საქმე წინ წავიდა, ძველი ბოძები გამოიცვლება. მადლობას ვეტყვი შესაბამის სამსახურს მაშინ, საქმეს ბოლომდე რომ მიიყვანენ (იცინის). ახლა სოფელს უჭირს ხოჭო, რომელმაც წელს გლეხს პრობლემები შეუქმნა, მაისის თვეში უნდა შეიწამლოს, მოსახლეობას გადასახდელი არაფერი არ აქვს, წამალი უფასოდ დაურიგდება და შეწამვლაც შესაბამისად მოხდება.

ოჯახში მამაკაცებს არ უყვართ ლიდერი მეუღლე…

– გადაწყვეტილება ამ თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლესთან ერთად  მივიღე. მან მხარი დამიჭირა,-შენ თუ გაართმევ ამ დიდ საქმეს თავს, მე წინააღმდეგი არა ვარო.

– ადამიანებში ყველაზე მეტად რა თვისებებს აფასებთ?

– პასუხისმგებლობას, კეთილსინდისიერებას.

– როგორ ფიქრობთ, ქალბატონო ნათია, როგორი ხასიათი უნდა ჰქონდეს სოფლის ლიდერს?

– უპირველეს ყოვლისა, შეიძლება ლიდერი იყო, მაგრამ არაკეთილსინდისიერი, უყურადღებო. მთავარია, ხალხი, ხალხი ამას ყველაფერს ხედავს. მოთმინების უნარი უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელს.

– ტრადიცია, რომელსაც პატივს სცემთ?

– ეს არის მშობლებისადმი სიყვარული. მშობლისთვის შვილი ყოველთვის პატარაა. მანამ-სანამ კაცობრიობა არსებობს მშობლისადმი პატივისცემის ტრადიცია არ უნდა მოიშალოს!

– თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

– ჩემი მშობლები: დედა დენიზა ფიფია, უმაღლესი განათლებით ფინანსისტია, მამა ვალერი წითლიძე ფინანსისტი იყო, რომელიც სოფლის ხალხს ძალიან უყვარდა და უყვარს, გარდაცვლილია. მეუღლე ზვიად ყორშია გამგებლის წარმომადგენელია ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში. მყავს ერთი შვილი ვალერიან (გიორგი) ყორშია, სამი წლის და შვიდი თვისაა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, სიყვარულით შევქმენით ოჯახი. ორი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მე და ზვიადი ვმუშაობდით ერთად, მანდატურები ვიყავით, მერე მე გადავედი სხვა სამსახურში, ზვიადი იქ დარჩა, მაგრამ ჩვენი სიყვარული არ შეწყვეტილა.

2012 წლის 25 ოქტომბერს დავიწერეთ ჯვარი, 2013 წლის ივლისის თვეში შეგვეძინა გიორგი. ახლა “ჯიჯის” ბაღში დადის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი გიორგის მასწავლებელს  ვერიკო თორიას ვუთხარა დიდი მადლობა ჩემი შვილის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

ქალბატონო ნათია რას უსერვებთ თანასოფლელებს?
–  მე მინდა ვუსურვო მათ მეტი აქტიური მიდგომა საქმისადმი, მეტი სიყვარული ერთმანეთისადმი და ურთიერთპატივისცემა.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!