ინეზა ქობალია: პატარები თუ არ გიყვარს, მათთან ვერ იმუშავებ


არავის ხელეწიფება მომავალზე ისეთი ზემოქმედება, როგორც პედაგოგს. ადამიანი, ვიზეც მინდა ვისაუბრო, არის პიროვნება, რომლის ცხოვრებას უდიდეს ტკივილთან ერთად, საოცარი სიხარული ახლდა და ახლავს, თან სდევს, სხვანაირად ვერც იქნება, როდესაც დედობრივ სიყვარულს და პედაგოგის ალღოს, შვილებსაც და უამრავ პატარასაც უნაწილებ… ხანგრძლივი საუბარი გამოგვივიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყოველთვის ვიცნობდი, არადა, პირველად შევხვდით. თავის ცხოვრებაზე მომიყვა. ინეზა ქობალია ზუგდიდის ყოფილი რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ შალვა ქობალიას და პირველი საშუალო სკოლის ბიბლიოთეკის ყოფილი გამგის, ქალბატონ ციცი ხვიტიას ქალიშვილია.
– დავამთავრე ქ. ზუგდიდის #1 საშუალო სკოლა 1968 წელს, და იმავე წელს ჩავირიცხე ქ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პარალელურად, ვსწავლობდი მუსიკალურ კოლეჯში ფორტეპიანოს განხრით და სწორედ მუსიკის სიყვარულმა განაპირობა, რომ პირველ საშუალო სკოლაში დავიწყე მუშაობა ფორტეპიანოს მასწავლებლად.
1977 წელს, მთელი ოჯახი, მოვყევით ავტოკატასტროფაში,-დამეღუპა მეუღლე, მეუღლის და, და ბიცოლა. იმ წლიდან არც მე მიმუშავია ფორტეპიანოს მასწავლებლად. 1979 წელს, სოფელ დარჩელში გაიხსნა საბავშვო ბაღი, სადაც დავინიშნე საბავშვო ბაღის გამგედ. 2004 წელს, ბაღმა შეწყვიტა ფუნქციონირება, რადგან შენობაში დევნილები შესახლდნენ. 2004 წელს შევეცადეთ აღგვედგინა ბაღი. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. დიდი შრომის გაწევა მოგვიხდა, მაგრამ შევძელით ბაღისთვის პირვანდელი სახე დაგვებრუნებია.
ამჟამად, დარჩელის ბაღში 150 აღსაზრდელი გვყავს, 21 მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ემსახურაბა მათ აღზრდას. მაკა ღურწკაია, ნანა კალანდია, ნინო ცქვიტარია, მაკა კაცია, თიკა ნიკოლაძე, გურანდა გორდულავა, ირინა კაკაჩია, ნანა ტაბაღუა, ლელა მაქაცარია, მირანდა მაჭავარიანი. ნინო დაგარგულია, ნინო გაბისონია, მარეხი მიქავა, მაია გოგოხია, ტატიანა კარაპეტიანი, თამილა ღულათავა, ინგა წურწუმია, ნატო ესართია, ნათია ნაჭყებია, თამუნა კინწურაშვილი, სალომე კვარაცხელია.თანამშრომლებთან
საბავშვო ბაღში ჩამოყალიბებული გვაქვს ბავშვთა ორკესტრი “ციცინათელა”.  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყველა სახეობის სპორტს, გვინდა, საცურაო აუზის აღდგენა ბაღში, რომელიც მოემსახურება ასევე ავადმყოფ ბავშვებს. ბაღში ფუნქციონირებს ინგლისური ენის შემსწავლელი წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს ნინო გაბისონია. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მუნიციპალიტეტის მერიას დიდი ყურადღებისათვის, ბავშვებისათვის არ იშურებენ არაფერს. ასევე ვემადლიერებით სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრს- საბავშვო ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის გამორჩეული იყო საახალწლო ზეიმი, სადაც პატარებისათვის საჩუქრები გამოგვიგზავნა მერიამ. ვგეგმავთ დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას “დედაშვილობა”. ჩვენი საბავშვო ბაღი, პერიოდულად, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე ღებულობს მონაწილეობას: ქ. ბათუმში, ქ. ქობულეთში. ქ. ფოთში, სადაც სიგელებით და დიპლომებით ჯილდოვდება. ვღებულობთ მონაწილეობას სპორტულ თამაშებში. დარჩელის საბავშვო ბაღი “ოქროს გასაღების” მფლობელია. ეს ყველაფერი არის მუსიკის მასწავლებლის, ქალბატონ ირინა კაკაჩიას და მთელი კოლექტივის დამსახურება, მათ შორის დიდი წვლილი მიუძღვის საბავშვო ბაღის დიზაინერს ეკა ესართიას.ბაღი
– ქალბატონო ინეზა, პატარებთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლოა.
– დიახ… პირდაპირ გეტყვით, ვისაც პატარები არ უყვარს, ის ვერ იმუშავებს მათთან. ახლა პატარებთან მუშაობის ახალი მეთოდებია დანერგილი. ჩვენ ვცდილობთ, ტრენინგებზე ვისწავლოთ სიახლეები, გავაღრმავოთ ცოდნა, რომ ჩვენი პატარები აღვზარდოთ სწორედ ისე, როგორც ამას ითხოვს დრო, ისე როგორც ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
– ქალბატონო ინეზა, სოფელი თუ გეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში?
– უდიდეს დახმარებას გვიწევს ჩვენი სოფლის გამგებელი ბატონი დავით ბიგვავა. ყოველ კვირას მოდის ჩვენთან და გვკითხულობს, რა გვინდა, რა გვაწუხებს.
 თქვენ ძალიან ახალგაზრდა დარჩით მარტო…
-23 წლის დავქორწინდი, მეუღლე მურთაზ ჩანგელია, გითხარით, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ორი ვაჟი გავზარდე – კახა და ვახტანგ ჩანგელიები. ჩემი გაზრდილია ასევე, მამა იოანე, – მშობლების დაღუპვის შემდეგ 9 თვის მე ჩავიკარი გულში. “დედიკოს” მეძახდა, სამწუხაროდ, მამა იოანე 2012 წელს თრომბით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე მესტუმრა, მომეფერა, თითქოს სამუდამოდ დამემშვიდობა. ის ჩემი დიდი ტკივილია.
მყავს შვილიშვილები: ანდრია, მურთაზი, და ელენე ჩანგელიები ანდრია სწავლობს ღურწკაიას სახელობის გიმნაზიაში. მურთაზი ფეხბურელია. მყავს შვილთაშვილი პატარა ელენე. კახას მეუღლე ირინა დარასელია ფარმაცევტია, შვილივით მიყვარს, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ჩემი მეორე ვაჟიშვილი ვახტანგი-მამა იოსები-ბერია, ნათლისღების მამათა მონასტერში მოღვაწეობს.
როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!