იმათ საყურადღებოდ, ვისაც ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფებით მოუვიდა


მოქალაქე კობა შონია ბათუმის ქუჩაზე ცხოვრობს. მასაც, როგორც არაერთ მოქალაქეს, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფით გაანგარიშებული იანვრის თვის გადასახადი მოუვიდა. მოქალაქემ შესაბამის უწყებებს მიმართა. მისი თქმით, ელექტროენერგიის გადასახადების გაზრდა ხელოვნურად ხდება,მოსახლეობის უმრავლესობა დგას ამ  პრობლემის წინაშე და ურჩევს მათ, ნუ დატოვებენ ამ დარღვევას უყურადღებოდ.
,,მე მივმართე ცხელ ხაზს და მოვითხოვე გადმოეცათ ჩემთვის ინფორმაცია, თვის რომელ რიცხვში მოხდა, რეალურად, ჩვენების აღება. სამას კილოვატზე,  მოსახლეობა იხდის მესამე საფეხურის ტარიფს, რომელიც შეადგენს 21,45 თეთრს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ჩაეტევა 101-დან 301 კილოვატში, მაშინ ის იხდის 16,97  თეთრს, ხოლო, 101 კილოვატის ჩათვლით, დაახლოებით 12,46 თეთრს.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uqfwxR8M7ew[/embedyt]

კობა შონია ამბობს: “გასაჩივრების შემდეგ, 74,50-ის ნაცვლად, გადახდის დღეს, უკვე ასახული იყო ბაზაში ჩვენი გადასახადი 58  ლარი, რაც შეადგენს ზუსტად  347 კილოვატს გამრავლებულს მეორე საფხურის ტარიფზე 16, 97  თეთრზე. ზუსტად ეს არის ის თანხა, რომლის გადახდა  მეკუთვნოდა კანონიერად, არადა, მე, 16,50 თეთრით მეტი გამიანგარიშეს. “.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DGcs0CI65Xo[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!