ზურაბ გულორდავა: გამძლეობას, მოთმინებას და სიმშვიდეს გისურვებთ


თავისი ცხოვრების გზა სიყვარულსა და სიკეთეში აქვს გახარჯული ზურაბ გულორდავას. ფუტკარივით სულ ფუსფუსებს უყვარს ადამიანები და ისიც უყვართ და ეიმედებათ. ობლად გაიზარდა და მრავალშვილიან ოჯახს დედასთან ერთად უძღვებოდა.

ზურაბ გულორდავა:“-სოფელ  ოქტომბერში რვაწლედი რომ დავამთავრე, ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში ჩავაბარე სამშენებლო ფაკულტეტზე. სამხედრო სამსახურიდან  შვებულებით ვიყავი ჩამოსული, სახლი რომ დაგვეწვა, მერე იყო ჩემი ავადმყოფობა და თითქმის მკვდარი წამასვენეს ლენინგრადში, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა გადამარჩინეს, გვერდში დამიდგნენ, წამომამუხლეს, მშობლიურ სოფელში დაბურნების შემდეგ ზუგდიდის #103-ე პროფესიულ სასწავებელში ვმუშაობდი ოსტატად. შემდეგ  ოქტომბრის პროფესიულ-სასწავლებელში. 1998 წლიდან გაერთიანდა პროფსასწავლებელი და იქ ვმუშაობდი „მომზადება-გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ხელმძღვანელად“ ( პარალელურად ავტოსაქმიანობას ვეწეოდი, მძღოლების მომზადების დარგში)

2006 წლიდან  მე და ჩემმა ვაჟიშვილმა ზურიკო გულორდავამ დავაფუძნეთ მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი „იმედი“. ჩვენი ოფისი მდებარეობს კოსტავას ქ. #54-ში, სავაჭრო საოფისე ცენტრ „კოლხას“ მე-3 სართულზე.

მსმენელები იღებენ მძღოლობის კანდიდატის მოწმობას, გვაქვს ერთთვიანი, თვენახევრიანი, სამთვიანი კურსები. მძღოლობის კანდიდატები ჩვენგან მიდიან თეორიულად მომზადებულები და საბოლოოდ ზუგდიდის მომსახურების სააგენტოში აბარებენ გამოცდას.

– როგორ უყურებთ მართვის მოწმობის გაცემის საგამოცდო სისტემას? 

– აუცილებლად უნდა გამკაცრდეს საგამოცდო სისტემა, უნდა შემოვიღოთ ტრასებზე გამოცდების ჩაბარება, რაც შეეხება საგამოცდო სისტემის საქმიანობას, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ. მადლობა საგამოცდო სისტემის თანამშრომლებს.

– მამა-შვილი  პარტნიორები ხართ?

– ზურიკო ცენტრის მენეჯერია, ერთად დავაფუძნეთ საზოგადოება.  თეორიულ სწავლებას ხელმძღვანელობს. უყვარს თავისი საქმე და მსმენელებიც ემადლიერებიან. ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მონაცემებით  ავტოსკოლას „იმედს“ მიენიჭა „ოქროს რეიტინგის“ სტატუსი“

შვილი გვერდით გიდგათ, მეუღლეზეც მოგვიყევით.

–  ჩემი მეუღლე გახლავთ ქალბატონი  ნონა ჯანაშია, წარმოშობით  ცაიშელი,  სპეციალობით ბუღალტერი, მაგრამ ამჟამად დიასახლისია და ოჯახის სიმშვიდეს დარაჯობს. ჩვენ 2 შვილი გვყავს, ჩემი მოსახელე ზურიკო და ქალიშვილი სოფო. ზურიკომ დაამთავრა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის  უნივერსიტეტი,  34 წლისაა, დაქოწინებულია წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავას მკვიდრ თამარ მიქავაზე, ის პროფესიით ფარმაცევტია, ყავთ  ქალ-ვაჟი ნიაკო და ნიკოლოზი გულორდავები. სოფო ცხოვრობს თბილისში, არის უცხო ენების სპეციალისტი, ტყუპების მარი და მართა ჩიკვატიების დედა. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერი ვართ  ჩვენი შვილებით და შვილიშვილებით.

  ბატონო ზურაბ, რას უსურვებდით ზუგდიდელებს?

– პირველ რიგში, ვულოცავ ახალ წელს, გამძლეობას, მოთმინებას და სიმშვიდეს ვუსურვებ.

როზა როგავა



 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!