ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება ქარის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენა

47389965_715366288835653_7223601359365341184_n

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენა. ამ დროისთვის სტიქიის ზონებში, საპროექტო- სახარჯთაღრიცხო კომისია, ზარალს ადგენს, ხდება დეფექტური აქტების შედგენა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს კახათის, რუხისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებია. ასევე ორსანტიაში, საჯარო სკოლის შენობას გადახურვითი სამუშაოები უტარდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის გეგა შენგელიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მუშაობენ ეფექტურ ფორმაზე, რათა თითოეულ დაზარალებულზე კომპენსაციის გაცემა მოხდეს ოპერატიულად.

ცნობისთვის, ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 154 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, 5 საჯარო სკოლა, 3 საბავშვო ბაღი და 8 დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. დარჩენილია ექვსი ოჯახი, რომლებსაც დღის ბოლომდე აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება.

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes