ზუგდიდის მერობის კანდიდატების ქონება და ბიზნესწილები

IMG_9896

დღეს, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ მედიას გააცნო ზუგდიდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონება. კვლევის თანახმად,  ბიზნესწილებს ფლობენ ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და დამოუკიდებელი კანდიდატი.

 „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის არჩილ თოდუას თქმით, ზუგდიდის მერობის კანდიდატებს ლევან კონჯარიას, ლელა ქებურიას და ლაშა გოგიას დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.“ბატონ ლევან კონჯარის ბოლო დეკლარაციაში, რომელიც შევსებული აქვს 2016 წელს,  არ აქვს მითითებული, რომ ის არის შპს „ელიტ ბრენდ კომპანიის“25% წილის მფლობელი, ხოლო მისი შვილი ოთარ კონჯარია  შპს „ექსპრეს პრინტინგის“ 100% წილის მფლობელია. რაც შეეხება ლელა ქებურიას, მას არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე გიორგი ჯიქია არის შპს „დლგ ჯგუფის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი. ბატონ ლაშა გოგიას დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ  ის ფლობს შპს „მედჰაუსში“ წილებს, მაგრამ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რომ შპს დირექტორია მამამისი ალმერი გოგია“. 

გარდა ამისა, არჩილ თოდუამ მედიის წარმომადგენლებს გადასცა „საერთაშორისო-გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა ფლობს მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში.  რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ნომერს მამუკა წოწერიას,  2016 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ქალაქ ზუგდიდში. მამუკა წოწერია არის შპს „ზუგდიდის ეთერზეთების კომპანიის»100% წილის მფლობელი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერის ანა წითლიძის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.

“ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პირველ ნომერს ბათლომე შელიას ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის არის შპს „ნიგი“-ის 50% წილის მფლობელი და დირექტორი. საჯარო რეესრის მონაცემებით, მის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.

„დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი აქართველო“ პარტიული სიის პირველი ნომერი გურგენ სართანიას მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ზუგდიდში.

 

 

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes