«ენმ» «ოცნების» ახალგაზრდულ ფრთას, პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს

IMG_9706

„ენმ“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე “ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას გიორგი ტიბუას ხელმძღვანელობით, ადანაშაულებს ქალაქის ტერიტორიაზე პლაკატების ჩამოხევაში. 

„ეს არის ვანდალიზმი და კიდევ ერთხელ უჩვენებს, იმას რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ატარებს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით“. — განაცხადა წითლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. მისი თქმით, გარდა პლაკატების ჩამოხევისა „ქართული ოცნება“ იყენებს დაშინების ფაქტებს. „ერგეტაში ჩვენი საარჩევნო შეხვედრის დროს, ჩაიარ-ჩამოიარა „ქართული ოცნების“ აქტივისტების მანქანამ, რომელშიც იჯდა გიორგი ტიბუა და გადაიღო რამდენიმე ფოტო“. წითლიძეს განმარტებით, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მათი მხარდამჭერები, მათთან შეხვედრის შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდათ. „ენმ“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგია შეშინებულია, რადგან ასეთ მეთოდებს მიმართავს.

„ენმ“-ს ბრალდებებს უპაუხეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. შტაბის უფროსის მოადგილის მაიზერ ნანავას განმარტებით, „ენმ“ ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. „რაც შეეხება გიორგი ტიბუას, ის ახალგაზრდული შტაბის ორგანიზაციის წევრია, მაგრამ გიორგი ამას არ გააკეთებდა, რადგან მას ასეთი დავალება არ მიუღია შტაბიდან.“

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes